2021-2022 სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის დიდი არაქალის საჯარო სკოლის მე-12 კლასისს მოსწავლეები ცხოვრების ახალ ეტაპზე გააცილეს  და მათთვის მშობლიური სკოლის კედლებში ბოლო ზარიც გაისმა.

„ისინი არიან ჩვენი მომავლის იმედი და სკოლაში სწავლის დასრულებას განსაკუთრებით აღინიშნეს - მადლობა გადაუხადეს მასწავლებლებს შრომისა და ამაგისთვის. 

„გილოცავთ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას. გისურვებთ, რომ თქვენი გადადგმული ყოველი ნაბიჯი იყოს წარმატებული. გესწავლოთ და გეღვაწოთ ჩვენი ქვყნისთვის. დაეწაფეთ იმ უკვდავების წყაროს, რომელსაც ცოდნა ჰქვია და ეს იქნება  სამომავლოდ გაკეთებული სწორი არჩევანი. ჩვენ, ყველანი, ძალიან ვამაყობთ თქვენით, რადგან ყველას დაუმტკიცეთ - ხართ ნიჭიერები და ჭკვიანები!

ჩვენ გვჯერა თქვენი, თქვენ ხართ ჩვენი მომავალი, იმედი! წარმატებებს გისურვებთმ ჩვენო ძვირფასებო!“, - ასე დაემშვიდობა მშობლიური სკოლა 15 კურსდამთავრებულს, რომელთა შორის ოქროს მედლის 4 კანდიდატი და ერთი უკვე სტუდენტია.

იხილეთ ფოტოები: