მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიის საჯარო სკოლაში საინტერესოდ კიდევ ერთმა სასწავლო დღემ ჩაიარა.
VI-XI კლასების მოსწავლეებმა გრძელვადიანი პროექტის პრეზენტაცია ჩაატარეს.
„ბულინგი მთელს მსოფლიოში აქტუალური პრობლემაა. კვლევების მიხედვით ევროკავშირის ქვეყნებში თანატოლების მხრიდან ძალადობა ბავშვების უმრავლესობას განუცდია, რასაც, ხშირად, სავალალო შედეგები მოჰყოლია. სწორედ ამიტომ შეირჩა პროექტის თემად „ბულინგი და პრევენცია“,- გვიყვებიან სკოლაში.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა განიხილეს რა არის ბულინგი, განასხვავეს ბულინგის სახეები, გაეცნენ საკუთარ უფლებებს და დასახეს პრევენციის გზები. შექმნეს ვიდეოსიუჟეტები, დაამზადეს საინფორმაციო პლაკატები.
პროექტის ხელმძღვანელობდა მათემატიკის უფროსი მასწავლებელი მაია მხითარიანი.
სასკოლო აქტივობების ფარგლებში საბაზო საფეხურის მოსწავლეები ასევე ძალადობის საწინააღმდეგო თემაზე „ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებულ ნახატების კონკურსში - „კაცი ბეჩავის მჩაგრავი სად გაგონილა გმირიო!“ მონაწილეობდნენ.
მოსწავლეთა ნამუშევრები სასკოლო სივრცეში გამოიფინა. აქტივობას ორგანიზება გაუკეთა უფროსმა პედაგოგმა, ელენა მამულიანმა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება