მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ინტერესით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში. აქვე შეუძლებელია არ აღინიშნოს, რომ ბავშვები გარკვეულ საგნებში, არა მხოლოდ თეორიულ, არამედ პროაქტიკულ ცოდნას იღებენ და თალსაჩინო მაგალითების საფუძველ იმტკიცებენ განვლილი მასალას.
V-VI კლასის მოსწავლეებმა, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, ბიოლოგიის უფროსი მასწავლებლის, ანნა წულაიას ხელმძღვანელობით, ბუნებისმეტყველებაში, თემა - „ტრაექტორია და სიჩქარე“ ექსპერიმენტის სახით შეისწავლეს. არჩეული იყო სხვადასხვა ზომისა და მასალის ბურთულები, რომლებიც გააგორეს ხის, ქვის და პრიალა ზედაპირზე. დაკვირვება ხორციელდებოდა გავლილ მანძილსა და მოძრაობის დროზე.
„მონაცემები ირიცხებოდა შესაბამის ცხრილებში. მოსწავლეებმა გამოთვალეს სიჩქარე, შეადარეს ერთმანეთს გავლილი მანძილი და გააკეთეს დასკვნა, თუ რომელი ბურთულა მოძრაობდა უფრო სწრაფად/ნელა და გაიარა მეტი/ნაკლები მანძილი. მუშაობის პროცესი ხალისიანი და საინტერესო იყო“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება