სიახლეები
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეებმა საგნობრივი ოლიმპიადის ფინალში ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
06-06-2022
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ დირექცია, პედაგოგიური საზოგადოების მხარდამხარ, მუდმივად ზრუნავს, მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და არც მნიშვნელოვან საგანმანათლებლო კონკურსებს ჩამორჩნენ

ახლახან, კერძო სკოლა „ანაბასისის“ მე-8 კლასის მოსწავლეებმა - ანი კობერიძემ, ნიკოლოზ ცხადაძემ და ანასტასია ჯუღელმა ქიმიის რეპუბლიკური ოლიმპიადის  ფინალურ ტურში მიიღეს მონაწილეობა (მასწავლებელი ქეთევან ედიბერიძე)

ოლიმპიადა აგრარულ უნივერსიტეტში გაიმართა, ორგანიზატორი კი გახლავთ საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, მხარდამჭერია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ოლიმპიადის მიზანი კი სკოლის მოსწავლეებში ქიმიის საგნის პოპულარიზაცია და საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობის ხელშეწყობაა.

პირველი რესპუბლიკური ოლიმპიადა ქიმიაში - „ზურგჩანთა“ სამ ეტაპს მოიცავდა, ორი ეტაპი ონლაინ ჩატარდა, ფინალი კი დასწრებით რეჟიმში, აგრარულ უნივერსიტეტში გაიმართა.

„ჩვენი ფინალისტები გულმოდგინედ მოემზადნენ ოლიმპიადის დასკვნითი ეტაპისათვის. ფინალური ტურის ამოცანები საინტერესო და დამაფიქრებელი პირობებით, მოსწავლეთა დაკვირვებით მუშაობას და მაღალსააზროვნო უნარებს  მოითხოვდა. ქიმიის რეპუბლიკურ ოლიმპიადაში გამარჯვებულები უკვე ცნობილია! ანაბასისელებისათვის წარმატებულია ოლიმპიადის ფინალი! ბრინჯაოს მედალი ნიკოლოზ ცხადაძეს, ვერცხლის მედლები კი ანი კობერიძესა და ანასტასია ჯუღელს! ვულოცავთ მიღწეულ წარმატებას ჩვენს ნიჭიერ მოსწავლეებს! მათი შრომის შედეგი სახეზეა! რაც მთავარია, მათ შეიყვარეს ქიმია და მისი საფუძვლიანად შესწავლის დიდი მოტივაცია გაუჩნდათ. მადლობა ოლიმპიადის ორგანიზატორებს მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული პროექტისათვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

თბილისის ბაღების თანამშრომლებს ხელფასი 10 პროცენტით და კიდევ 125 ლარით გაეზრდებათ

400-მდე ახალი ვაკანსია საჯარო და კერძო სკოლებში - რომელი საგნის სპეციალისტებზეა მოთხოვნა

 ავტორიზაციის საბჭო 15 იანვარს ხუთი სკოლის მონიტორინგის შედეგს განიხილავს

რომელ საგნებს უნდა მიეთითოს გაუქმება ან წაშლა და რა თარიღით უნდა ასახოთ საგანი, რომელც II სემესტრიდან ისწავლება

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

 შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს


სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობაზე დირექცია და პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ნაძვის ხე უნდა ყოფილიყო ნებისმიერი ნარჩენისგან, სადაც ბავშვებს უნდა გამოევლინათ შემოქმედებითი უნარები 

საინტერესო

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

სიახლეები
საზოგადოება