სიახლეები
სკოლები

„ვულოცავთ ნატას ამ წარმატებას“-დაბლაციხის საჯარო სკოლის მოსწავლე ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ II ეტაპის მაღალქულიანთა რეიტინგში მესამე ადგილოსანია
06-06-2022
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლის მოსწავლე მე-11 კლასის ნატა შარაშიძემ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზა. 

მოსწავლემ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ II ეტაპის მაღალქულიან მონაწილეთა რეიტინგში 83 ქულით მესამე ადგილი დაიკავა. 

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ ნატას ამ წარმატებას, მუდამ წარმატების და აღმავლობის გზით დაეპყროს მაღალი მწვერვალები“,- ვკითხულობთ სკოლის მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

2 ივნისს კონკურსის პირველი ეტაპი ჩოხატაურელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის ყველა მონაწილე მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის, მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურისა და ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით იმართება. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 72 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე - „ჩოხატაურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. კონკურსის II ეტაპი 3 ივნისს ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

თბილისის ბაღების თანამშრომლებს ხელფასი 10 პროცენტით და კიდევ 125 ლარით გაეზრდებათ

400-მდე ახალი ვაკანსია საჯარო და კერძო სკოლებში - რომელი საგნის სპეციალისტებზეა მოთხოვნა

 ავტორიზაციის საბჭო 15 იანვარს ხუთი სკოლის მონიტორინგის შედეგს განიხილავს

რომელ საგნებს უნდა მიეთითოს გაუქმება ან წაშლა და რა თარიღით უნდა ასახოთ საგანი, რომელც II სემესტრიდან ისწავლება

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

 შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს


სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობაზე დირექცია და პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ნაძვის ხე უნდა ყოფილიყო ნებისმიერი ნარჩენისგან, სადაც ბავშვებს უნდა გამოევლინათ შემოქმედებითი უნარები 

საინტერესო

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

სიახლეები
საზოგადოება