სიახლეები
სკოლები

თაგოს საჯარო სკოლის მოსწავლე ჯაბა ბოლქვაძემ ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ტურნირში თასი მოიპოვა
06-06-2022
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თაგოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, 1-3 ივნისს ჭიათურის მუნიციპალიტეტში ჭიათურის მერიის თასზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში უმცროს ასაკიანთა შორის ტურნირი გაიმართა, სადაც სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ჭიათურის მერიის თასის მფლობელი მეცხრე კლასის მოსწავლე ჯაბა ბოლქვაძე გახდა.

„კიდევ ერთხელ ასახელეს სკოლა. ჭიათურის მუნიციპალიტეტში ჩატარდა ტურნირი ჭიათურის მერიის თასზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში უმცროს ასაკთა შორის, სადაც მონაწილეობა მიიღეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა.

რაოდენ სასიხარულოა, რომ ამ თასის მფლობელი ჩვენი სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე ჯაბა ბოლქვაძე გახდა. ვულოცავთ ჯაბა ბოლქვაძეს და მის პედაგოგს, გრიგოლ შანთაძეს ამ გამარჯვებას და ვიმედოვნებთ კვლავაც ბევრჯერ გვასახელებენ“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება