მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სტატუსის ამაღლების მსურველებისთვის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდა წელს პირველად ტარდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა ნიმუშიც, თუმცა მასში მხოლოდ რამდენიმე ტიპის დავალებაა თავმოყრილი, აქედან გამომდინარე, პედაგოგებისთვის მაინც უცნობია, რა სირთულის ტესტური დავალებები იქნება გამოცდაზე.
საგამოცდო ტესტი სხვადასხვა ტიპის 32 დავალებისგან შედგება. აქედან 22 არჩევითპასუხებიანია, 2 შესაბამისობის, 8 კი ღია დავალება, რომელშიც მოიაზრება პროექტის, კვლევის დაგეგმვა, მონაცემთა ანალიზი, რეკომენდაციების შემუშავება, კონკრეტული შემთხვევის/პრობლემური სიტუაციის ანალიზი, ფუნქციური/ანალიტიკური წერა და სხვა.
ცნობილია, რომ სხვადასხვა საგნის გამოცდაზე მასწავლებლებს შიდა ბარიერის გადალახვაც მოუწევთ. იქნება თუ არა შიდა ზღვარი წამყვანობისა და მენტორობის მსურველთა გამოცდაზეც? ამ კითხვას შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უპასუხეს:
„ტესტს შიდა ზღვრები არ აქვს. გამოსაცდელმა უნდა გადალახოს მაქსიმალური ქულის შესაბამისი პროცენტული მაჩვენებელი - წამყვანობის მსურველმა 60%-ზე მეტი და მენტორობის მსურველმა 75%-ზე მეტი“.
იხილეთ ასევე: ტესტის ყველა ნაწილში შიდა ზღვარი უნდა გადალახოთ - გაფრთხილება მასწავლებელთა გამოცდებისთვის
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი