მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური უნარების დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ ღონისძიებას, კონკურსსა თუ აქტივობას სთავაზობენ.
ახლახან, VIა კლასელების მონაწილეობით, სკოლაში ვიქტორინა - „ყველაზე ჭკვიანი“ გაიმართა.
ვიქტორინას მათემატიკის მასწავლებელი მანანა წულაია ხელმძღვანელობდა.
ვიქტორინაში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაებნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
Ill ადგილზე გავიდა ლაშა ჩიხლაძე, II ადგილზე- ანასტასია ბენდელიანი, I ადგილის მფლობელი კი კეკე ცხაკაია გახდა.
ფინალში მონაწილეობდნენ პირველ ადვილზე გასულნი - კეკე ცხაკაია და მია მაღლაფერიძე. მათ შორის გამარჯვებული გამოვლინდა ბლიც-კითხვებით.
ტიტული- „ყველაზე ჭკვიანი“ მია მაღლაფერიძემ მოიპოვა.
„ყველა მოსწავლე აქტიურობდა და აქტივობამ მიზანს მიაღწია. როგორც სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ფაქიზო ფანჩულიძემ აღნიშნა, ეს იყო კარგად დაგეგმილი აქტივობა განვლილი მასალის გამეორება - შეჯამებისთვის და სააზროვნო უნარების განვითარებისთვის.
მადლობა ჟიურის წევრებს, კლასის დამრიგებელს, თეა ბობოხიძეს და ინგლისური ენის მასწავლებელს, ლელა მანდარიას თანამშრომლობისთვის - „ძალა ერთობაშია!“,- აღნიშნავს მანანა წულაია.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება