სიახლეები
სკოლები

ივანდიდის საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა ბავშვთა დაცვის დღე შთამბეჭდავად აღნიშნეს
07-06-2022
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორიო დღე საზეიმოდ აღინიშნა. 

მე-3 კლასის მოსწავლეებმა რამდენიმე სახალისო და საინტერესო აქტივობა განახორციელეს. თავდაპირველად, ბავშვებს ეს დღე დამრიგებელმა მანანა ღოღობერიძემ და მშობლებმა მიულოცეს. ვიდეომილცვა სიურპრიზის სახით მომზადდა. შემდეგ ბავშვებმა ბევრი იხალისეს და იმხიარულეს ნომინაციებზე, რომელიც მათ სიგელების სახით გადაეცათ.

ამ დღის გაგრძელება კი იყო მათემატიკური „მხიარული სტარტები“, რომელიც სპორტდარბაზში გაიმართა. ამისთვის, სკოლის დირექცია სპორტის მასწავლებელს მარიკა კეჩხუაშვილს და სპეცმასწავლებელს თამუნა ჯიშკარიანს მადლობას უხდის. 

სკოლის ეზოში ბავშვებმა განძიც აღმოაჩინეს საგნობრივი ვიქტორინის მეშვეობით (ქართული ენა, მათემატიკა და ბუნება - საგნის მასწავლებლები: მანანა ღოღობერიძე და იამზე ფანცულაია).

დღე მუსიკის კაბინეტში (მასწავლებელი ირმა ჯალაღანია) მხიარული მელოდიების შესრულებით გაგრძელდა და კლასში იატაკზე ხატვით (მასწავლებელი ია ტერელაძე) დასრულდა.

ბოლოს კი, აქტიური მონაწილეობისათვის, მოსწავლეებმა დამრიგებლისგან სიგელებიც დაიმსახურეს.

„მომავალო თაობავ!

იმედი ხართ ჩვენი,

დაე, გქონდეთ ბავშვობა

ლაღი, მშვენიერი.

მოყვასს გული გაუთბეთ,

გულზე გასკდეს მტერი,

მსოფლიოში ყველა ბავშვიიყოს ბედნიერი“ - ვკითხულობთ სკოლის წერილში. 

აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება. 

ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს და სრულყოფილი განათლების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

თბილისის ბაღების თანამშრომლებს ხელფასი 10 პროცენტით და კიდევ 125 ლარით გაეზრდებათ

400-მდე ახალი ვაკანსია საჯარო და კერძო სკოლებში - რომელი საგნის სპეციალისტებზეა მოთხოვნა

 ავტორიზაციის საბჭო 15 იანვარს ხუთი სკოლის მონიტორინგის შედეგს განიხილავს

რომელ საგნებს უნდა მიეთითოს გაუქმება ან წაშლა და რა თარიღით უნდა ასახოთ საგანი, რომელც II სემესტრიდან ისწავლება

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

 შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს


სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობაზე დირექცია და პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ნაძვის ხე უნდა ყოფილიყო ნებისმიერი ნარჩენისგან, სადაც ბავშვებს უნდა გამოევლინათ შემოქმედებითი უნარები 

საინტერესო

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

სიახლეები
საზოგადოება