მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მოღვაწე კულტურის, ხელოვნების, განათლების მუშაკების, დამსახურებული საზოგადო მოღვაწეების, სხვადასხვა ღონისძიებებში გამარჯვებული ახალგაზრდების, სკოლის წარჩინებულ მოსწავლეთა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის საუკეთესო კურსდამთავრებული პირების მატერიალური წახალისების (ჯილდო) წესი დამტკიცდა, რომლის მიხედვითაც, საჯარო ან კერძო სკოლის წლის საუკეთესო, ასევე დამსახურებული, სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული, პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯის წლის საუკეთესო, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების წლის საუკეთესო, ასევე დამსახურებული აღმზრდელ-პედაგოგები ფულად ჯილდოს მიიღებენ.
საუკეთესო და დამსახურებული მასწავლებლები გამოვლინდებიან სკოლის დირექციის ან/და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ქალაქ ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის წარდგინებით; ასევე - დამსახურებული მასწავლებელი გამოვლინდება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მინიჭებული წოდების გათვალისწინებით
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების წლის საუკეთესო და დამსახურებული აღმზრდელ პედაგოგები კი გამოვლინდება ფოთის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის წარდგინებით.
დადგენილების მიხედვით, თითოეული მათგანისთვის, ფულადი ჯილდოს სახით,. განისაზღვრა 500-500 ლარი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი