მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„სკოლა ძლიერია მაშინ, როცა ინკლუზიური გარემოა შექმნილი, აკმაყოფილებს ეროვნული სასწავლო გეგმით მოცემულ სტანდარტებს, შედეგებს, კრიტრიუმებს, აღწევს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს, რაც ითვალისწინებს :
სკოლა ცოდნის ბურჯია, სავანეა, სადაც ყალიბდება და აქტიურ მოქალაქედ ფორმირდება მოსწავლე. დღევანდელი მესამე თაობის გეგმა კი სწორედ თანამედროვე სასწავლო მეთოდებზეა ორიენტირებული და გათვლილია მოსწავლეზე, რომელიც სამივე სახის ცოდნას იძენს: დეკლარატიული, პირობისეული და პროცედურული.
სამოქალაქო განათლება კი სხვა საგნებისაგან განსხვავებით, ქმედებაზე, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაზეა ორიენტირებული.
სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უყვართ საგანი: სამოქალაქო განათლება, დადებითი მოლოდინები აქვთ ამ მხრივ, იციან, რომ სასწავლო საჭიროებებს მორგებული აქტივობები უნდა დაიგეგმოს, განხორციელდეს, რომელიც სარგებელს მოუტანს მოსწავლეებს, სკოლას, თემს.
სკოლის დირექტორი ქალბატონი ინგა მიქელაძე წარმოადგენს რეალურ მოდელს სასკოლო საზოდადოებისათვის და პირადი მაგალითის მიცემით ნერგავს ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ სასკოლო ურთიერთობებსა და ქცევის სტანდარტებს, ეფექტიანად წარმართვისათვის იზიარებს და ამკვიდრებს დემოკრატიულ ღირებულებებსა და პრინციპებს. სწორედ ქალბატონ ინგას ხელშეწყობით 2022 წლის 1 ივნისს სავანეთის საჯარო სკოლას ეწვია სასულიერო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი: ირინა მიქავა მოსწავლეებთან ერთად. გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც დახვდა სამოქალაქო განათლების პედაგოგი; ლამზირა ოსეფაშვილი მერვე, მეცხრე, მეათე კლასის მოსწავლეებთან ერთად. თემა იყო: ტერორიზმი, ომი, ბავშვთა კონვენცია.
ქალბატონმა ირინამ სლაიდის სახით წარმოადგინა მასალები, რომელიც იტვალისწინებდა ინტერაქციას, მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ, ასევე აჩვენებდა მედიარესურსებს ომზე, ომიტ დაზარალებულ ქვეყნებზე, მოსწავლეები ხსნიდნენ მთავარ არსს და განმარტავდნენ ბავშვის რა უფლებები დაირღვა, რომელი კანონმდებლობაა შესაბამისი. ქალბატონმა ირინამ აჩვენა მედიარესურსები : ავღანეთის , აფხაზეთის ომზე და ბოლოს განიხილეს დიპლომატიის როლი.
ბოლოს სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა მოსწავლეებთან ერთად სამახსოვრო სურათი გადაირღეს.
ამგვარი შეხვედრის მიზანია: მოსწავლეთა ინფორმირებულობის ამაღლება, ამგვარი აქტივობები მოსწავლეებს ხანგრძლივ მეხსიერებაში დარჩებათ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განაცხადის გასაგზავნად ვადა 17 იანვრის ჩათვლითაა - საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სხვა დეტალები ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება