მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბახმელის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ. დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას უდიდესი ყურადღებას აქცევენ.
რა თქმა უნდა, პედაგოგთა და მოსწავლეთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
26 მაისს, სკოლაში დაწყებით კლასების მასწავლებლების ორგანიზებით ღონისძიება - „ჩემი საქართველო“ ჩატარდა.
ღონისძიება ორი ეტაპისგან შედგებოდა. პირველ ეტაპზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები სამშობლოზე, შეასრულეს სიმღერები.
მოსწავლეთა და ღონისძიების დამსწრეთათვის განსაკუთრებით საინტერესო იყო მეორე ეტაპი.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა აჭარულ დიალექტზე წარმოადგინეს დადგმა - „რწყილი და ჭიანჭველა“.
V, VI, VII, VIII, IX კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს და განმარტეს ტაბახმელის მცხოვრებთა მეტყველებაში არსებული საკუთრივ დიალექტები, ცოცხალ მეტყველებაში არსებული ფრაზეოლოგიზმები, თურქული ენის გზით შემოსული და დამკვიდრებული თურქული, არაბული, სპარსული და ფრანგული ლექსიკური ერთეულები.
ღონისძიების მეორე ეტაპზე მოხდა დამსწრეთა ჩართულობა, რამაც უფრო მეტად გააღრმავა მოსწავლეთა ინტერესი.
საერთო ჯამში კი ყოველივე ეს მიზნად ისახავდა სამშობლოსადმი სიყვარულის გაღრმავებას, მეტყველებაში ენობრივი კულტურის შენარჩუნება და განვითარებას.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განაცხადის გასაგზავნად ვადა 17 იანვრის ჩათვლითაა - საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სხვა დეტალები ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
გამარჯვებულები სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ გამოავლინა
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება