მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებისა და მასწავლებლებისთვის გამოცდების განრიგი უკვე გამოაქვეყნა. ცნობილია, რომ ეროვნულები 4 ივლისს, ხოლო მასწავლებლების გამოცდები 6 ივლისს იწყება. თუმცა საინტერესო ისაა, რა რეგულაციების დაცვა მოუწევთ აპლიკანტებს.
ამის შესახებ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ წელს შედარებით მსუბუქი კოვიდრეგულაციები იმოქმედებს და აპლიკანტებს, გამოცდის მიმდინარეობისას, პირბადის ტარების ვალდებულება არ ექნებათ:
„გამოცდებისას, იმოქმედებს ისეთივე კოვიდრეგულაციები, როგორიც ზოგადად არის ქვეყანაში. ამიტომ მოხსნილია პირბადის ტარების ვალდებულება, თუმცა თუ აპლიკანტს მისი გაკეთების სურვილი ექნება, ნამდვილად არავინ დაუშლის“.
იხილეთ ასევე:
მასწავლებლების გამოცდა 6 ივლისს დაიწყება - დეტალური განრიგი
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი