სიახლეები
სიახლეები

ბაღის 3 აღმზრდელი საუკეთესო ათეულში მოხვდა - დეტალები
08-06-2022
-
+


გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონკურსში „მწვანე ჯილდო“ თბილისის სამი საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელი - თამარ კახურაშვილი, ანანა კაპანაძე (N75 ბაგა-ბაღი) და ლელა ძაძამია (N86 ბაგა-ბაღი), საქართველოს მასშტაბით შერჩეულ საუკეთესო ათეულში მოხვდა, N37 ბაგა-ბაღის აღმზრდელი თამარ კახურაშვილი კი მეორე საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ულოცავს თითოეულ მონაწილეს ამ მნიშვნელოვან კონკურსში წარმატებულ მონაწილეობას და მადლობას უხდის მაღალი პროფესიონალიზმისა და გაწეული შრომისათვის.
კონკურსის დაჯილდოების ღონისძიება გარემოს დაცვის მსოფლიოს დღეს გაიმართა და მას მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია დაესწრო და კონკურსის მონაწილეები და გამარჯვებულები დააჯილდოვა.

კონკურსი „მწვანე ჯილდო” გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ 2018 წელს დაარსდა. კონკურსის მიზანია იმ პედაგოგებისა და აღმზრდელების გამოვლენა და წახალისება, რომლებიც სასწავლო პროცესში აქტიურად იყენებენ სახელმძღვანელოებს „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” და „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” და ზრუნავენ ბავშვების გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშესაწყობად. სახელმძღვანელოები წარმატებით ინერგება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კონკურსის „მწვანე ჯილდო” მხარდამჭერები არიან: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო, თბილისის ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრი, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus), CENN, ეკოხედვა, ბუნების კონსერვაციის ორგანიზაცია „საბუკო“, დავიცვათ საქართველოს სისუფთავე. ასევე, კერძო კომპანიები: მედ დიაგნოსტიკა, დელფოსი, სილქნეტი, ლუტეცია, ფარმადეპო, რომლებიც მათი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მხარს უჭერენ გარემოსდაცვითი განათლების და ცნობიერების ასამაღლებელ აქტივობებს.
2022 წელს გამოცხადებულ კონკურსში „მწვანე ჯილდო“ კონკურსანტები მთელი საქართველოს მასშტაბით მონაწილეობდნენ. გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება 5 ივნისს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს გაიმართა. გარემოს დაცვის მსოფლიო დღე 1972 წელს, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ დაწესდა. მიმდინარე წელს, გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნის კამპანიის სლოგანია „მხოლოდ ერთი დედამიწა", რომელიც ფოკუსირებულია „ბუნებასთან ჰარმონიაში მდგრადად ცხოვრებაზე”.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები
 
„სკოლის დირექცია მადლობას უხდის საინტერესო აქტივობისათვის პედაგოგებს: ნაზი ხუციშვილსა და სერგო ბერიძეს“

აქტივობას ხელმძღვანელობდა ვარდითერ იუზბაშიანი

„პატარა ძიუდოისტის  სახელი არაერთჯერ გაჟღერდება მსოფლიო არენებზე“
 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება