მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქართულ-ამერიკულმა უმაღლესმა სკოლამ კურსდამთავრებულების მე-17 ნაკადი საზეიმო ვითარებაში გააცილა. როგორც სკოლის დირექტორმა, მამუკა მესხიშვილმა განაცხადა, წელს სკოლას 83 კურსდამთავრებული ჰყავს, რაც კერძო სკოლების სეგმენტის გათვალისწინებით, რეკორდული რაოდენობაა. აღსანიშნავია, რომ გამოსაშვები ღონისძიებაც ისეთივე განსხვავებული და ორიგინალური გახლდათ, როგორიც სწავლის ხარისხი და მიდგომაა. საზეიმოდ გაფორმებული იყო სკოლის ეზო, სპორტულ სტადიონზე კი, სპეციალურ სივრცეში, მოსწავლეთა სიგელებით დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
ღონისძიების დაწყებამდე სკოლის დირექტორს, მამუკა მესხიშვილს გავესაუბრეთ, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დიალოგი არაერთხელ შეგვაწყვეტინეს, როგორც მოსწავლეებმა, ისე მშობლებმა, რომლებიც ესალმებოდნენ და მადლობას უხდიდნენ დირექტორს იმ ცოდნისა და შესაძლებლობებისთვის, რომელიც სკოლამ მისცა.
ობიექტურად, რომ ვთქვათ, იშვიათად გვინახავს ასეთი უშუალო, მეგობრული და თბილი დამოკიდებულება დირექტორსა და მოსწავლეებს შორის... არსად ჩანდა ბარიერი, რომელიც ბუნებრივად არსებობს... ღონისძიების დაწყებამდეც და მერეც, მეგობრული, თბილი გარემო იყო შექმნილი.
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის დირექტორმა გვითხრა, ამერიკულმა აკრედიტაციამ, რომელიც სკოლამ წელს მიიღო, საქართველოს კურსდამთავრებულებს ისეთივე შესაძლებლობლობები მისცა, როგორი ამერიკის სკოლების მოსწავლეებს აქვთ:
„ჩვენი მოსწავლეების 50% სწავლას უცხოეთში აგრძელებს, წელსაც 28 მათგანი პირდაპირ საზღვარგარეთ მიდის სწავლის გასაგრძელებლად. ამასთან, მოხდა ღირსშესანიშნავი ფაქტი - საქართველოში პირველად, სკოლამ, ყველა საფეხურზე მიიღო ამერიკული აკრედიტაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები უტოლდებიან ამერიკის სკოლის კურსდამთავრებულებს და ზუსტად იგივე შესაძლებლობები აქვთ რაც ამერიკის მოსწავლეებს“.
ბატონმა მამუკამ ინფორმაცია სკოლის დაარსების შესახებაც მოგვაწოდა:
„ყველაფერი ნაქირავები შენობიდან 2003 წელს დაიწყო. შემდგომ 2008 წელს შევიძინეთ შენობა, რომელშიც ახლა ვიმყოფებით. დაახლოებით ერთი ჰექტრის მოცულობის ფართი გვაქვს და მოსწავლეების სიმრავლესთან ერთად ჩვენი სკოლაც წლიდან წლამდე იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ პირველი წლები რთული იყო, დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა ვართ“.
იხილეთ ღონისძიების ამსახველი ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...
ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
როგორც სკოლაში გვითხრეს, პროექტი ტრადიციად იქვევა
16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება
დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა სხვადასხვა პერსონაჟის როლები მოირგეს. წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, იცეკვეს...
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...