TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

ბერიკა შუკაკიძე ბაღის მასწავლებლებს შეხვდა
25-06-2022
-
+


გაეროს ბავშვთა ფონდისა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო კონფერენცია „ადრეული განათლება და ზრუნვა“ გაიმართა.

კონფერენციის მიზანი, ადრეული განათლების სფეროში აკადემიური დისკუსიის ხელშეწყობა და სამეცნიერო ცოდნის გაზიარება იყო. კონფერენციაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების საგანმანათლებლო პერსონალის გადამზადების პროცესსა და პერსპექტივებზე ისაუბრა.

სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ქვეპროგრამის კოორდინატორმა, მანანა ჩქარეულმა კონფერენციის მონაწილეებს, აღმზრდელ-პედადოგის პროფესიული განვითარების პროცესის მიმდინარეობა გააცნო. კონფერენციის პირველი დღე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტის - "ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის ხელშეყობა, პრაქტიკოსების პროფესიული განვითარების გზით" შეჯამებას დაეთმო. პროექტის შედეგები ცენტრის ქვეპროგრამის კონსულტანტებმა, თამარ საღინაძემ და ნინო ჯიჯავაძემ, საპილოტე ბაღების აღმზრდელებთან ერთად წარმოადგინეს. პარალელურ სესიებში ადრეულ განათლებაში, მუსიკის როლსა და მნიშვნელობაზე, მუსიკის ექსპერტ-კონსულტანტმა, რუსუდან თაყაიშვილმა ისაუბრა. საერთაშორისო კონფერენცია „ადრეული განათლება და ზრუნვა“ საქართველოში პირველად ჩატარდა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება