მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღრაანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. სკოლაში წარმატებით ფუნქციონირებს ეკოკლუბი „ეკომცველები“, რომლიც წევრები არაერთ გარემოსდაცვით აქტივობასა თუ ღონისძიებაში არიან ჩართულნი.
ამჯერად, სკოლის ეკოკლუბი -„ეკომცველები“ CENN-ის ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მხარდაჭერით, ახალგაზრდებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღსანიშნავად ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.
ღონისძიების მონაწილეებისთვის გაიმართა ლაშქრობა, მცენარეების აღმოჩენის ტური სოფელ მაღრაანის ტყეში, დასუფთავების აქცია და, ასევე, დოკუმენტური ფილმის -„მე და ევროპა“ ღია ცის ქვეშ ჩვენება არგოხის პერმაკულტურისა და სოფლის განვითარების ცენტრში.
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე ყოველი წლის 5 ივნისს, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ინიცირებით აღინიშნება და მისი მიზანი მთელი მსოფლიოს მოსახლეობის გარემოსდაცვითი მიზნების ქვეშ გაერთიანებაა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განაცხადის გასაგზავნად ვადა 17 იანვრის ჩათვლითაა - საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სხვა დეტალები ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროფეიულ საფეხურზე მანიკ ავეტიანი დაწინაურდა
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება