სიახლეები
პიროვნება

„ყველაზე მთავარი, რაც განათლების სისტემაში უნდა გაკეთდეს მასწავლებელთა საფუძვლიანი დატრენინგებაა“- მაია ისიანი, ჯავშანიანის საჯარო სკოლის დირექტორი
08-06-2022
-
+


რას ნიშნავს მისთვის სკოლა? რა სჭირდება განათლების სისტემას? და მისი აზრით, რით იყო 2021-2022 სასწავლო წელი გამორჩეული - etaloni.ge- ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს  ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავშანიანის საჯარო სკოლის დირექტორმა მაია ისიანმა უპასუხა.

- სკოლა ჩემთვის არის. . .

- ცოდნის ტაძარი, სადაც ბავშვი უნდა აღიზარდოს, პიროვნებად ჩამოყალიბდეს, ამასთანავე, მიიღოს სათანადო ზოგადი განათლება და იქ ცხოვრების საუკეთესო წლები გაატაროს.

- მოტივაცია მემატება, როცა. . .

- სკოლაში დასახულ მიზნებს ვაღწევ. სასკოლო გარემოში პოზიტიური დამოკიდებულებების არსებობის გარეშე შეუძლებელია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვებისგან მიღებული სიყვარულია.

- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის. . .

- ყოველი მოსწავლისთვის დგება დღე, როცა სკოლა და საყვარელი მასწავლებლები რჩებიან და წინ ახალი ცხოვრების გვერდი ელით. მე-12 კლასის დამთავრება ისეთ „გარდამტეხ მომენტად“ ითვლება, რომელზეც ბოლოჯერ იკრიბებიან მოსწავლეები, მშობლები და სკოლის მასწავლებლები. საყვარელი მასწავლებლების მითითებებისა და სურვილების მოსმენით, კურსდამთავრებულები აღფრთოვანებას განიცდიან - მათთვის ძალიან მალე მთელი სასკოლო ცხოვრება მხოლოდ მოგონებად დარჩება. კარგი ტრადიციის თანახმად, სკოლის დამთავრებისას მასწავლებლებისთვის „ყოფილი“ სტუდენტებისგან ისმის მადლიერების შემაშფოთებელი სიტყვები - მრავალი წლის მუშაობისა და ზრუნვისთვის, მხარდაჭერისა და რჩევისთვის, უნარებისა და ცოდნის გამო.

- განათლების სისტემას სჭირდება. . .

- ყველაზე მთავარი, რაც განათლების სისტემაში უნდა გაკეთდეს მასწავლებელთა საფუძვლიანი დატრენინგებაა. ყველაზე დიდი რესურსი უნდა დაიხარჯოს პედაგოგების სერიოზულ გადამზადებაში, სხვა შემთხვევაში აზრი არ აქვს არაფერს. ეს უნდა იყოს არა სამდღიანი ტრენინგი, არამედ სერიოზული გადამზადება, სადაც პედაგოგებს ასწავლიან სწავლების მეთოდოლოგიას და ბევრი რაღაცის ამოცნობას, მაგალითად ბულინგის ამოცნობას, ისწავლიან როგორ დაიმორჩილონ ბავშვი, როგორ მოიქცნენ მაშინ, როცა მოსწავლე პრობლემურია, როცა რაღაც ხდება კლასში, ამასთან როგორ მიაწოდონ სასწავლო პროგრამა ისე, რომ მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საინტერესო გახდეს.

- სასწავლო წელი გამორჩეული იყო. . .

- მი­უ­ხე­და­ვად გარ­კ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი­სა, 2021-2022 სას­წავ­ლო წელს და­დე­ბი­თად შე­ვა­ფა­სებ­დი. წი­ნა სას­წავ­ლო წელ­თან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად ეპი­დე­მი­ი­სა, თით­ქოს უფ­რო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით, რო­გორც მოს­წავ­ლე­ე­ბი ისე მას­წავ­ლებ­ლე­ბი. მე­ტი გა­მოც­დი­ლე­ბა გვქონ­და, უფ­რო შე­გუ­ე­ბუ­ლიც ვი­ყა­ვით იმ რე­ჟიმს, რო­მელ­შიც ვმუ­შა­ობ­დით. ეპი­დე­მი­ის და­საწყი­სი უფ­რო რთუ­ლი იყო და გარ­კ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბიც ახ­ლ­და.

- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ. . .

- სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მშობლებმა ისე დაიგეგმონ არდადეგების აქტივობები, რომ მოსწავლეებს შეეძლოთ გაერთონ, ითამაშონ და ამავდროულად ისწავლონ ბუნებრივად.
საკუთარი ხანგრძლივი პედაგოგიური გამოცდილებიდან შემიძლია დავასკვნა, რომ ბალანსი უნდა იყოს დაცული. ნამდვილად არაა მიზანშეწონილი, ბავშვებს არდადეგებზე დავალებად ჰქონდეთ მიცემული დამატებითი მასალა სახელმძღვანელოდან: საწერი თემები, წაკითხულის გაშინაარსება და მათემატიკაში უამრავი ამოსახსნელი განტოლება. თუმცა, უპრიანი იქნება თუ ვიტყვი, რომ ტვინს საზრდო მუდმივად სჭირდება. არდადეგებზე კი ეს საზრდო ბუნებრივად, ძალდაუტანებლად უნდა მიეწოდოთ.

- სასწავლო წლის დასასრულს. . .

- მოსწავლეებს შეუძლიათ თავიანთი ასაკის, გემოვნების  და ინტერესების შესაბამისად აირჩიონ სასურველი. და რაც მთავარია, ითამაშონ, ითამაშონ ბევრი, რადგან ეს ნამდვილად დაეხმარება მათ ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება