სიახლეები
პიროვნება

„ქართულ სასკოლო-საგანმანათლებლო სისტემას ერთიანი ხედვა სჭირდება“- ნანა გორგიშელი, ფოლადაანთკარის საჯარო სკოლ​ის დირექტორი
08-06-2022
-
+


საზაფხულო არდადეგების მოახლოებასთან ერთად, საინტერესოა, რით იყო გამორჩეული 2021-2022 სასწავლო წელი საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორებისთვის, მათი აზრით, რა სჭირდება განათლების სისტემას და რას ურჩევენ არდადეგებზე მოსწავლეთა მშობლებს. 

ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე კომპეტენტურ პასუხებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარის საჯარო სკოლ​ის დირექტორის, ნანა გორგიშელი​ ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.

- სკოლა ჩემთვის არის. . .

- ალბათ არ ვიქნები ბანალური, თუკი ვიტყვი, რომ სკოლა ჩემი სახლია. ამ სკოლის დაფუძნების დღიდან აქ ვარ და მიყვარს მისი ყველა შემადგენელი ნაწილი, როგორც მოსწავლეები, ისე ჩემი ერთგული მასწავლებლები. ხშირად მითქვამს და გავიმეორებ, რომ ჩვენ ერთიანი, კარგად შეკრული გუნდი ვართ და ერთგულად ვემსახურებით მომავალ თაობის აღზრდა-განვითარების საქმეს.

- მოტივაცია მემატება, როცა. . .

- როცა აკეთებ შენს საყვარელ საქმეს, ხარ მასწავლებელი და ამ საქმეში დებ მთელ შენს ენერგიას,  გამოცდილებას, დროს, სულს, გულს... მომავალში, როცა შენი მოსწავლე წარმატებული გახდება და ჩათვლის რომ შენი, როგორც მასწავლებლის წვლილი მის წარმატებაში თუნდაც რაღაცა დოზით არსებობს და მადლობას გეტყვის ამისთვის; ამაზე დიდი მოტივაცია მასწავლებლისთვის გააგრძელო შენი საქმე მეტი შემართებით, ვფიქრობ არ არსებობს.

- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის. . .

- ჩემთვის პირადად გულისამაჩუყებელია დამამთავრებელი კლასთან გამომშვიდობება. გაგეცინებათ და იმ წუთს ვნანობ ხოლმე თუკი ვინმესთვის ოდესმე საყვედური მითქვამს.

- განათლების სისტემას სჭირდება. . .

- ქართულ სასკოლო-საგანმანათლებლო სისტემას სჭირდება ერთიანი ხედვა. ყველა სკოლას ქალაქის იქნება ის თუ სოფლის, მრავალრიცხოვანი იქნება ის თუ მცირერიცხოვანი, განურჩევლად უნდა ჰქონდეს გამართული ფინანსური და ინფრასტრუქტურული რესურსი. რა თქმა უნდა კვალიფიციური კადრები, ასევე ხარისხიანი სახელმძღვანელოები.

- სასწავლო წელი გამორჩეული იყო. . .

- წინა წლებისგან განსხვავებით, ეს სასწავლო წელი ჩვეულ რეჟიმში, საკლასო ოთახებში გავატარეთ, რამაც დადებითი გავლენა იქონია სწავლების ხარისხზე.

- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ. . .

- ჩემს ბავშვობაში, ზაფხულის არდადეგებზე აუცილებელი პირობა იყო გარკვეული წიგნების წაკითხვა და მათემატიკური მაგალითების ამოხსნა. თუმცა დღეს მეცნიერთა საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ არდადეგებზე ბავშვმა უნდა დაისვენოს და რომ სასწავლო წლის დაწყებისას, იგი აღიდგენს სწავლის უნარსა და ცოდნას. მე პირადად მაინც ვთვლი, რომ „მსუბუქად“ მეცადინეობით, ბავშვს არაფერი დაუშავდება.

- სასწავლო წლის დასასრულს. . .

- ყველა მოსწავლეს, განსაკუთრებით ყველა კურსდამთავრებულს, ვუსურვებ მათი მიზნების განხორციელებას,  მშვიდობასა და ჯანმრთელობას.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება