სიახლეები
პიროვნება

„განათლების სისტემას დაგეგმილი ეფექტური რეფორმების სრულყოფილად განხორციელება სჭირდება“- ნინო გაბრიჭიძე, „მომავლის ბიზნეს სკოლის“ დირექტორი
08-06-2022
-
+


საზაფხულო არდადეგების მოახლოებასთან ერთად, საინტერესოა, რით იყო გამორჩეული 2021-2022 სასწავლო წელი საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორებისთვის, მათი აზრით, რა სჭირდება განათლების სისტემას და რას ურჩევენ არდადეგებზე მოსწავლეთა მშობლებს. 

ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე კომპეტენტურ პასუხებს ზესტაფონის „მომავლის ბიზნეს სკოლის“ დირექტორის, ნინო გაბრიჭიძის ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.

- სკოლა ჩემთვის არის. . .

- სამსახური, რომელიც, რა თქმა უნდა, მოითხოვს დიდ პასუხისმგებლობას, ენერგიას, თუმცა ეს არის უაღრესად სასიამოვნო საქმიანობა - ბავშვებთან ურთიერთობა ჩემთვის არის დიდი ბედნიერება.

- მოტივაცია მემატება, როცა. . .

- ვხედავ შრომის დაფასებას და შედეგს.

- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის. . .

- განსაკუთრებულად ემოციურია ჩემთვის.

- განათლების სისტემას სჭირდება. . .

- დაგეგმილი ეფექტური რეფორმების სრულყოფილად განხორციელება.

- სასწავლო წელი გამორჩეული იყო. . .

- რადგან გვყავს არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტის წარმატებული მოსწავლე, მათ შორის გამოვყოფ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მიღწეულ წარმატებას, პირველი სამეულის სახით. გვეამაყება, რომ „ზესტაფონის ეტალონი მოსწავლე“ „მომავლის ბიზნეს სკოლის“ წარმომადგენელია.

- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ. . .

- ზაფხულის არდადეგები არის მნიშვნელოვანი პერიოდი განსატვირთად, დასასვენებლად, საინტერესო აქტივობების განსახორციელებლად, ამიტომ მშობლებს ვურჩევ შვილებთან ერთად გონივრულად და საინტერესოდ გამოიყენონ ეს დრო.

- სასწავლო წლის დასასრულს. . .

- კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი ჩემს კოლეგებს და მოსწავლეებს ნაყოფიერი სასწავლო წლისათვის. წარმატებას ვუსურვებ „მომავლის ბიზნეს სკოლის“ კურსდამთავრებულებს და ყველა აბიტურიენტს ეროვნულ გამოცდებზე.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება