სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ არის ჯაჭვი, რომელიც ყველა მოსწავლეს აერთიანებს“- ხელვაჩაურის ეტალონი მოსწავლე ცნობილია
08-06-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან. ტესტირება 2022 წელს დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს.

3 ივნისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ ხელვაჩაურის დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2022 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ტიტული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ, IX კლასის მოსწავლემ, რატი ცენტერაძემ მოიპოვა. მეორე და მესამე ადგილები თხილნარის N2 და ახალსოფლის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა - საბა მიქელაძემ და მარიამ ფუტკარაძემ დაიკავეს.

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის მონაწილე ყველა ხელვაჩაურელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ხელვაჩაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით გაიმართა. 

ინტელექტ-ჩემპიონატის მნიშვნელობისა და მიმდინარეობის შესახებ etaloni.ge-სთან მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, მერიის კულტურის განათლების, სპორტის ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი, „ეტალონი მოსწავლე“, სკოლის დირექტორი და პედაგოგი საუბრობენ.

მირიან კვირიტიძე, ხელვაჩაურის მუნციპალიტეტის მერის მოადგილე:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონს“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია მხარს უჭერს და პროექტს, ჩვენ გვერდში ვუდგავართ. ვფიქრობ, ბავშვების განვითარებისთვის, წინსვლისა და ცოდნის გაღრმავებისთვის ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საჭიროა. პროექტს მხარდაჭერას რა თქმა უნდა შესაძლებლობიდან გამომდინარე კვლავ გავაგრძელებთ. რატი ცენტერაძეს „ხელვაჩაურის ეტალონ მოსწავლეს“ ვულოცავ ამ ტიტული მოპოვებას და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია მომავალი თაობების განვითარებას ყოველთვის მხარს დაუჭერს.

ქეთევან დევაძე, მერიის განათლების და კულტურის სამსახურის უფროსი:

ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონს“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია წლებია მხარს უჭერს. ეროვნულ კონკურსში არამხოლოდ ახალგაზრდობა, არამედ ჩვენ, მერიის წარმომადგენლებიც ჩართულები ვართ, გამომდინარე იქიდან რომ თითოეული სკოლის მოსწავლის გულშემატკივრები ვართ. პროექტს ასევე, მხარს მშობლებიც უჭერენ, რაც მუნიციპალიტეტის აქტიურ ჩართულობაზე მეტყველებს. რაც შეეხება თავად პროექტს, ვფიქრობ, უაღრესად მნიშვნელოვანია და ყოველ წელს უნდა ჩატარდეს. ჩვენი, მუნიციპალიტეტის მხრიდან პროექტს არსებული რესურსებიდან გამომდინარე მხარდაჭერა აქვს. აღვნიშნავ, რომ ინტელექტ-ჩემპიონატის ჩატარებას ხელვაჩაურის სკოლები მომზადებულები შეხვდნენ. პროექტში მონაწილეობა უკვე გამარჯვებას ნიშნავს. რატის, კი მივულოცავ ამ ტიტულის მოპოვებას და ვფიქრობ, მისი პედაგოგების დამსახურება გახლავთ ის, რომ იგი „ხელვაჩაურის ეტალონი მოსწავლე“ გახდა.


მზიური შავაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

რატი ცენტერაძე ძალიან კარგი მოსწავლეა და სასკოლო ცხოვრებაში ყოველთვის აქტიურად ერთვება. პირადად მე, „ეტალონის“ თაყვანისმცემელი წლებია რაც ვარ. წლებია ჩვენ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ აქტიურად ვერთვებით და ვიმედოვნებ, მომავალშიც კიდევ მრავალი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.

ლელა შარაძე, სალიბაურის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი:

რატის ამ წარმატებას რა თქმა უნდა ველოდი და დარწმუნებული ვიყავი, რადგან ძალიან პასუხისმგებლიანი ბავშვია და ყველა საგანში მაღალი აკადემიური მოსწრება აქვს. მიმაჩნია, რომ მოსწავლეებში ინტელექტ-ჩემპიონატი ეტალონი პირველ რიგში მოტივაციას ზრდის და ბავშვებს უფრო მეტად ეზრდებათ ინტერესის სფერო. მოსწავლეები მისი წყალობით სხვადასხვა სასწავლო პროექტებში უფრო მონდომებით ჩაერთვებიან.

რატი ცენტერაძე - „ხელვაჩაურის ეტალონი მოსწავლე“ სალიბაურის N1 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე:

ინტელექტ-ჩემტიონატ „ეტალონში“ პირველად ვმონაწილეობდი და ამ წარმატებას არ ველოდი. ვფიქრობ, ჩემი წარმატება პედაგოგების დამსახურებაა. დიდი მოტივაცია მქონდა, რომ უფრო კარგი ვყოფილიყავი. ჩემს თანატოლებს მოვუწოდებ თუ უნდათ მეტი მოტივაცია ჰქონდეს და სწავლისკენ ისწრაფოდნენ, მათთვის „ეტალონი“ საუკეთესო საშუალებაა.


ლევან სურმანიძე, თხილნარის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

საბა მიქელაძემ კონკურსში II ადგილი დაიკავა, რაც არ გამკვირვებია, რადგან წარმატებული მოსწავლეა. აუცილებელია ბავშვები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ აქტიურად ერთვებოდნენ. „ეტალონის“ წყალობით მოსწავლეებს ლოგიკური აზროვნება და საგნებში ღრმა ცოდნა უვითარდებათ. ვფიქრობ, „ეტალონს“ ყველანაირად დადებითი შედეგი აქვს. საბას ვულოცავ ამ გამარჯვებას და იმედი მაქვს შემდეგში I ადგილსაც დაიკავებს.

ლუიზა შარაშიძე, თხილნარის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი: 

საბას წარმატებას ველოდი, რადგან ძალიან მიზანდასახული და გაწონასწორებული მოსწავლეა. ჩვენს მოსწავლეებს ყოველთვის მოვუწოდებთ ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვისკერ, რათა თვითშეფასება აუმაღლდეთ და უფრო თავდაჯერებულები გახდნენ, რომ რაღაც შეძლეს. ჩვენი სამი მოსწავლე მოხვდა ათეულში და ძალიან ბედნიერები არიან, რაც მეც მახარებს. „ეტალონი“ მოსწავლეებს თავდაჯერებულობას, დაკვირვების უნარსა და სწრაფად აზროვნებას უვითარებს.

საბა მიქელაძე, თხილნარის N2 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე:

ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ პირველად ვმონაწილეობდი და მეორე ადგილი დავიკავე, რასაც სიმართლე ვთქვა არ ველოდი. ძალიან გამიხარდა ეს მოულოდნელი წარმატება. ამ ყველაფერს სკოლაში ნასწავლი მასალით მივაღწიე. ჩემ თანატოლებს „ეტალონში“ მონაწილეობას გულითადად ვურჩევ, რადგან კონკურსი ცოდნის გაზრდაში დაეხმარებათ.

ტარიელ მიქელაძე, ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი და პედაგოგი:

​მარიამ ფუტკარაძის ასეთი წარმატება მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა, რადგან ერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებული მოსწავლეა. იმედი მქონდა მეც და მთელს სკოლას სამეულში მოხვდებოდა და ეს მოლოდინები გაგვიმართლა კიდეც. პირადად მე „ეტალონის“ დიდი გულშემატკივარი ვარ და ჩემი სკოლიდან წელს ბევრი მოსწავლე მონაწილეობდა. ძალიან დიდი მონდომება იყო ბავშვების მხრიდან და შედეგიც დადგა. ყველა: მშობლები, მოსწავლეები და პედაგოგები კმაყოფილები არიან. პირადად მე, „ეტალონის“ მთელს გუნდს ბატონი, გოჩა ტყეშელაშვილის ხელმძღვანელობით მინდა მადლობა გადავუხადო და პროექტის მხარდაჭერას კვლავ აქტიურად გავაგრძელებთ. ვფიქრობ, ინტელექტ-ჩემპიონატი ცოდნის გაღრმავებას, წიგნიერების დონის ამაღლებას უწყობს ხელს და მოსწავლეებს კითხვის სიყვარულს უღვივებს. 

მარიამ ფუტკარაძე, ახალსოფლის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე.

ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობის მეორე მცდელობა იყო. პირველ ეტაპზე ნერვიულობის ფონზე დაძაბული ვიყავი, მეორე ეტაპზე კი ყველა ძალა მოვიკრიბე და ახლა, ძალიან ბედნიერი ვარ. ვფიქრობ „ეტალონი“ არის ჯაჭვი, რომელიც ყველა მოსწავლეს აერთიანებს და შესაძლებლობას აძლევს საკუთარ თავებს დაუმტკიცონ, რომ ცოდნა აქვს. ზოგადად, ბევრ პროექტში ვმონაწილეობ და ეს ყველაფერი „ეტალონში“ წარმატებაში ძალიან დამეხმარა.


ასევე იხილეთ:

2022 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის II ეტაპის მონაწილე მოსწავლეთა სია - ეტალონი

„ეტალონი“ დიდებულ საქმეს აკეთებს“- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ჩემპიონატის I ეტაპი დასრულდა

ხელვაჩაურელი მოსწავლეების საყურადღებოდ - „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 NAEC მასწავლებლებისთვის ვაკანსიას აცხადებს- ტესტური დავალებები 13 საგანში შეიქმნება მე-6 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის


საბერიოში დატრიალებული ტრაგედიის გამო 9 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

სკოლის ექიმის ხელფასი 800, ექთნის კი 670 ლარი იქნება - მთავრობის დადგენილება

მასწავლებელთა სქემის მუხლები 1-ელ ივლისამდეა შეჩერებული - სამინისტრო ახალ ვადებს ასახელებს

„ბაღებში კვების მენიუში დასაშვებია თანხის ცდომილება რამდენიმე თეთრით“ - დოკუმენტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სასკოლო საზოგადოება - მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები ახალ წელს ერთმანეთს ულოცავდნენ

სკოლაში მადლობას უხდიან მოსწავლეებს, მათ ქორეოგრაფსა და მშობლებს

საერთაშორისო კამპანიის მიზანია მსოფლიო ბავშვების გაერთიანება მშვიდობისთვის


მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს და როლები ოსტატურად შეასრულეს

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება