მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის იმედთან და სევდასთან არის დაკავშირებული, იმედი მაქვს, ჩვენი ყოფილი მოსწავლეები ღირსეული მოქალაქეები იქნებიან - ამბობს სასწავლო წლის დასასრულს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი გაგნიძე და etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საინტერესოდ პასუხობს.
- სკოლა ჩემთვის არის. . .
- ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი.
- მოტივაცია მემატება, როცა. . .
- მასწავლებლების და მოსწავლეების ინიციატივების შესახებ მესმის.
- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის. . .
- იმედთან და სევდასთან არის დაკავშირებული. იმედი მაქვს, ჩვენი ყოფილი მოსწავლეები ღირსეული მოქალაქეები იქნებიან და სევდას მგვრის, რომ ყოველდღე ვეღარ ვნახავ ამდენი წლის ზრუნვის, ფიქრის, შფოთვის, სიხარულის, წყენის და ყველა ადამიანური გრძნობის მიზეზებს.
- განათლების სისტემას სჭირდება. . .
- უფრო მეტი ახალგაზრდა, მოტივირებული მასწავლებელი.
- სასწავლო წელი გამორჩეული იყო. . .
- პანდემიით გამოწვეული სირთულეებით.
- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ. . .
- შეეცადონ, რომ მათმა შვილებმა რაც შეიძლება მეტი წიგნი წაიკითხონ.
- სასწავლო წლის დასასრულს. . .
- იმედს გამოვთქვამ, რომ შემდეგი სასწავლო წელი გაცილებით უკეთესი და ნაყოფიერი იქნება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.