სიახლეები
პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს მადლობას ვუხდი ჩემს მასწავლებლებს თავდაუზოგავი შრომისთვის“- რუსუდან ღუბიანური, ყვარელწყლის საჯარო სკოლის დირექტორი
08-06-2022
-
+


რას ნიშნავს მისთვის სკოლა? რა სჭირდება განათლების სისტემას? და მისი აზრით, რით იყო 2021-2022 სასწავლო წელი გამორჩეული - etaloni.ge-ს ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვარელწყლის საჯარო სკოლის დირექტორმა რუსუდან ღუბიანურმა უპასუხა.

- სკოლა ჩემთვის...

- არის ადგილი, რომელმაც უნდა ჩასახოს და შექმნას ცხოვრების საფუძველი. ვფიქრობ, რომ სრულყოფილი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის სკოლა ცხოვრების მნიშვნელოვანი რგოლია.

- მოტივაცია მემატება, როცა. . .

- ჩემი მოსწავლეები არიან აქტიურები წარმატებულები და ხედავენ, რომ მათ ვეპყრობი ნდობითა და პატივისცემით.

- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის. . .

- სევდისმომგვრელი, სიხარულის და სიამაყის მომნიჭებელია.

- განათლების სისტემას სჭირდება. . .

- მოსწავლეზე ორიენტირებული მოტივირებულ პედაგოგთა ძალისხმევა და თანადგომა.

- სასწავლო წელი გამორჩეული იყო. . .

- მოსწავლეთა მრავალფეროვანი აქტივობებითა და ღონისძიებებით.

- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ. . .

- მეტი ყურადღება და მობილიზება გაუკეთონ ბავშვებს, შეუვსონ დღიური უამრავი საინტერესო ჩანაწერებით და შთაბეჭდილებებით.

- სასწავლო წლის დასასრულს. . .

- ვუხდი მადლობას ჩემს მასწავლებლებს თავდაუზოგავი შრომის გაწევისთვის, ვაჯამებ წლის ნამუშევრებს, ვაკეთებ რეფლექსიას, რათა მომდევნო სასწავლო წლისთვის გავითვალიწინო გასული წლის შედეგები.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება