მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა ფინანსური უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქციები და ასევე, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის ვალდებულება.
გარდამავალ პერიოდში, რომელიც მინისტრის ბრძანებით, განისაზღვრა 2030 წლის 1 იანვრამდე, ცენტრს ევალება:
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმის განხორციელება; ასევე ცენტრი ახორციელებს ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციას;
საკოორდინაციო საბჭოს წევრები, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მონაწილეობენ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციისა და სააპელაციო საბჭოების წევრების კანდიდატების შერჩევის პროცესებში; ცენტრის სტრუქტურულ ერთეულს კი წარმოადგენს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
„ცენტრს ევალება: მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის პროცესის განხორციელება, ამ პროცესის სანდოობისა და მისი შედეგების საჯაროობის უზრუნველყოფა;ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების/პროცედურების განვითარების მიზნით, პროცესებში ჩართულობა, რეკომენდაციების შემუშავება და შესაბამისი წინადადებების ცენტრის დირექტორისთვის წარდგენა;
ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის პირობების შემოწმების მიზნით, მონიტორინგის განხორციელება;
ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის მართვა და განვითარება;
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის და ავტორიზაციის საკითხებთან დაკავშირებით ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის სამუშაო შეხვედრების ჩატარება;
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის განვითარებაზე ორიენტირებული, ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების, ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის წევრების, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციისა და სააპელაციო საბჭოების წევრებისთვის, ასევე სხვა დაინტერესებული პირებისთვის განმავითარებელი ღონისძიებების (ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები, კონფერენციები და სხვა) დაგეგმვა და განხორციელება;
ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის რეკომენდაციებისა და სახელმძღვანელოების მომზადების პროცესის მხარდაჭერა;
ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის წევრი ექსპერტების საქმიანობის შეფასების პროცესის მართვა და განხორციელება, შესაბამისი წინადადებების შემუშავება და დირექტორისთვის წარდგენა“, - აღნიშნულია ბრძანებაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება
სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს