სიახლეები
სკოლები

„განათლების სისტემას მეტი ეროვნულობა სჭირდება“ - რომანი კვაშილავა, ზანის საჯარო სკოლის დირექტორი
08-06-2022
-
+


რას ნიშნავს მისთვის სკოლა? რა სჭირდება განათლების სისტემას? და მისი აზრით, რით იყო 2021-2022 სასწავლო წელი გამორჩეული - etaloni.ge-ს ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანის საჯარო სკოლის დირექტორმა რომანი კვაშილავამ უპასუხა.

- სკოლა ჩემთვის არის...

- ადგილი, სადაც 5 წელი ვისწავლე, 38 წელია მასწავლებელი ვარ და 31 წელია დირექტორი.

- მოტივაცია მემატება, როცა...

- ახალი, ლამაზი და ჭკვიანი თაობა მოდის, საქართველოს მომავალი მოდის.

- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის...

- მძიმეა ჩემთვის, ვისაც 31 დამამთავრებელი კლასი ყავს გამოშვებული, მათ ჩემი გულის ნაწილაკები მიაქვთ, თუმცა მეც მიტოვებს დიდ სიყვარულს.

- განათლების სისტემას სჭირდება...

- მეტი ეროვნულობა. გადაჭარბებული ტოლერანტობის არ საჭიროება, რომელიც ცუდ სტუმრებს ჩვენი სისუსტე ჰგონიათ.

- სასწავლო წელი გამორჩეული იყო...

- პანდემიითა და გაძლიერებით.

- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ...

- შვილები, შვილები, შვილები და არაფერი შვილების გარდა.

- სასწავლო წლის დასასრულს...

- ვიღლები. დასვენება მინდა, რომ ისევ დავიღალო ჩემი მოსწავლეების ხმაურიანი სიცილით.

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სტრატეგიის გეგმაში გაწეერილია სკოლებსა და ბაღებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა

2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება