მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
არდადეგების მოახლოებასთან ერთად, საინტერესოა, რით იყო გამორჩეული 2021-2022 სასწავლო წელი საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორებისთვის, მათი აზრით, რა სჭირდება განათლების სისტემას და რას ურჩევენ არდადეგებზე მოსწავლეთა მშობლებს.
ამჯერად, საინტერესო ბლიც-კითხვებით etaloni.ge დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავახის საჯარო სკოლის დირექტორ რეგინა ადუაშვილს დაუკავშირდა.
- სკოლა ჩემთვის არის...
- პროფესიული საქმიანობის ასპარეზი.
- მოტივაცია მემატება, როცა ...
- ვხედავ მოსწავლეთა აქტიურობას, მათ სურვილს დაეუფლონ ამა თუ იმ მეცნიერების საფუძვლებს.
- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის...
- მიჭირს და მიტოვებს სურვილს, რომ ისინი საუკეთესოდ მომიგონებენ.
- განათლების სისტემას სჭირდება ...
- კომპეტენტური თანამშრომლები, რომლებიც იაზროვნებენ მეცნიერული საფუძვლების გათვალისწინებით.
- სასწავლო წელი გამორჩეული იყო ...
- იმით, რომ გაკვეთილებს ვატარებდით უმეტესად ჩვეულ რეჟიმში, მოსწავლეებთან პირისპირ.
- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ ...
- შვილებს შესთავაზონ კლასიკური ლიტერატურის წაკითხვა.
- სასწავლო წლის დასასრულს...
- ყველას ვუსურვებ ნაყოფიერ დასვენებას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.