სიახლეები
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სახალხო თეატრის მაყურებლის წინაშე ემოციური წარმოდგენით წარდგნენ
08-06-2022
-
+


ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგების ხელმძღვანელობით სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებში ყოველთვის აქტიურად და ამავდროულად, დიდი წარმატებით მონაწილეობენ.

25 მაისს ყვარელში, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახალხო თეატრში, არაჩვეულებრივი წარმოდგენა, - „დიდება გმირებს“ გაიმართა.

წარმოდგენას თბილისიდან მიწვეული სტუმრები, მათ შორის, აფხაზეთის ომის ვეტერანი, ტელეკომპანია „ვარსკვლავების“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე ესწრებოდნენ.

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მათი ღირსეული პედაგოგის, ქალბატონ თინა ზურაბიშვილის

„მოსწავლეებმა, თანამედროვე ქართველი გმირების როლი მოირგეს და ამ გმირების თქმული თუ უთქმელად დარჩენილი სიტყვებით მიმართეს მსმენელს.

სულისშემძვრელი იყო ამ პატარა გოგო ბიჭების ემოციებით გამსჭვალული სახეების ხილვა, მათ მიერ წარმოთქმულ ყოველ ფრაზაში იგრძნობოდა, ის პასუხისმგებლობა რომელსაც ბავშვები გრძნობდნენ, ასეთი როლის მორგების დროს.

ჟიული შარტავა, ზაზა დამენია, ზურაბ იარაჯული, გიორგი ანწუხელიძე, ომარ ასლანიძე, ეს იმ მგმირების არასრული ჩამონათვალია ვისი როლიც მოირგეს პატარა ყვარლელებმა
ასეთი წარმოდგენის ხილვის დროს, როდესაც ხედავ სცენაზე მდგარ პატარა გოგო ბიჭების, რომლებიც სიამაყით აცნობიერებენ თუ რამხელა სიმამაცე, ძალა და თავდადება გამოიჩინეს ჩვენმა გმირებმა, რათა დღეს ამ ბავშვებს მშვიდობიან და თავისუფალ საქართველოში ეცხოვრათ. ამ დიდებული ადამიანების საქციელი იყო მათთვის სამაგალითო და არც ისინი დაიხევენ უკან - მამული, ენა, სარწმუნოების დასაცავად.

ღონისძიება რამდენიმე მუსიკალური და საცეკვაო ნომრით იყო გამდიდრებული. სადაც არაერთმა პატრიოტულმა სიმღერამ გაიჟღერა. რომელიც ყვარლის ქალთა ტრიომ შეასრულა. ამ არაჩვეულებრივი ქალბატონების ცოცხლად ნამღერის მოსმენის დროს კიდევ ერთხელ რწმუნდება მსმენელი, რომ - ქართველებს ნამდვილად ღვთისგან ბოძებული ნიჭი გვაქვს სიმღერის.

განსაკუთრებთ უნდა აღინიშნოს ქალბატონ თინა ზურაბიშვილის უდიდესი შრომა და მონდომება, რომელიც წარმოდგენის ხარისხზე უთუოდ აისახა. ბევრ ასეთ პედაგოგს ვისურვებდი საქართველოს სკოლებში.

აქვე უნდა ვახსენოთ ყვარლის თეატრის სამხატრო ხელმძღვანელი - იოანე ქართველი, რომელმაც არაჩვეულებრივი მასპინძლობა გაუწია აღნიშნულ ღონიძიებას. მან აგრეთვე ფრიად მოულოდნელი და სასიამოვნო საჩუქარი გადასცა ღონისძიების საპატიო სტუმარს - ჟურნალისტ ბესო ჩუბინიძეს, ერეკლე მეფის ულამაზესი ნახატი, რომლის ავტორიც გახლავთ, მხატვარი ვალოდია გელაშვილი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სტრატეგიის გეგმაში გაწეერილია სკოლებსა და ბაღებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა

2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება