სიახლეები
სკოლები

რუსთავის N11 საჯარო სკოლის მოსწავლეს გადამდები დაავადება არ დაუდგინდა
22-03-2018
-
+


რუსთავის N11 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლე რუსთავის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოდან თბილისში, ციციშვილის სახელობის კლინიკურ საავადმყოფოში მაღალი ტემპერატურით, პირღებინებითა და თავის ძლიერი ტკივილით გადაიყვანეს.

სიმპტომებიდან გამომდინარე, ეჭვი ვირუსულ ინფექციაზე მიიტანეს, თუმცა როგორც Etaloni.ge-ს რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორმა დავით ბეგაშვილმა განუცხადა, არაერთი გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ბავშვი არაინფექციური წარმოშობის ენცეფალიტით არის ავად. რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადების გადადების ან გავრცელების საფრთხე არ არსებობს. 

„ბავშვი საგაზაფხულო არდადეგების დროს გახდა ავად და მას მერე სკოლაში არ უვლია. იგი 14 მარტს მიიყვანეს რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში, მოგვიანებით კი რეანომობილით თბილისში, ციციშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. ბავშვს ჩაუტარდა კვლევები, აღებულ იქნა ზურგის ტვინის სითხე, სადაც ძირითადად ფიქსირდება ვირუსები, მენინგოკოკი, რაც ხშირად ბავშვებში ენცეფალიტის მიზეზი ხდება. კვლევების შედეგად, რიამე საეჭვო ვერ ნახეს. ამის შემდეგ რადგან ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა, მოზარდს ჩაუტარდა მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა და დაისვა დიაგნოზი ენცეფალიტის. აქამდე ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა ამ დაავადების წარმოშობის არც ვირუსული და არც ბაქტერიული ეტიოლოგია. ენცეფალიტი გამოწვეულია არა ინფექციური გამომწვევებით, არამედ არაინფექციურით, ნებისმიერი სხვა დაავადებით, რომელიც გადამდები არ არის. მე დღესაც ვესაუბრე ციციშვილის კლინიკის ხელმძღვანელს. ბავშვს ენცეფალიტის წინააღმდეგ უტარდება მკურნალობა, რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. დღევანდელი ინფორმაციით, მოზარდის მდგომარეობა დასტაბილურდა, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ გატარებული ღონისძიებები საბოლოო გამოჯანმრთელებამდე მიგვიყვანს,“ - განაცხადა დავით ბეგაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, სკოლის ხელძღვანელობასა და პედკოლექტივს შეხვდა და ამ ფაქტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა:

„ჩვენ შევხვდით სკოლის ხელმღვანელობას, პედკოლექტივს. მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ეს ფაქტი არდადეგების დროს მოხდა და მისი სკოლაში გავრცელების თეორია გამორიცხულია. თან გადამდებ დაავადებასთან არ გვაქვს საქმე. ეს რომ იყოს საშიში ფორმა, აქამდე უკვე გავრცელდებოდა, ერთი შემთხვევა მაინც დაფიქსირდებოდა,“ - აღნიშნა დავით ბეგაშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი ავად არდადეგების დროს გახდა და მას მერე სკოლაში არ უვლია (არც მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ჰქონია შეხება) და არც კვლევამ დაადასტურა გადამდები დაავადების არსებობა, რუსთავის N11 საჯარო სკოლის მშობლების ნაწილი შვილებს გაკვეთილებზე არ უშვებს.

როგორც რუსთავის N11 საჯარო სკოლის დირექტორმა გიორგი შეყილაძემ Etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, სკოლაში პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა მშობლების ნაწილი მაინც შეშინებულია.

„პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა მშობლები შეშინდნენ. ზოგი უშვებს ბავშვს სკოლაში, ზოგი არა. სკოლაში სასწავლო პროცესი, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს.“

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

ინფორმაცია სპეცმასწავლებლებისთვის, რომლებსც პრაქტიკოსის სტატუსი აქვთ

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

რესურსცენტრების ხელმძღვანელებს დამატებითი ვალდებულება განესაზღვრათ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება