მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
USAID-ისა და PH International - საქართველოს თანამშრომლობით სამოქალაქო განათლების ახალი პროგრამის განხორციელება იწყება, რომელიც 5 წელი გაგრძელება და ქვეყნის მასშტაბით 650 სკოლასთან თანამშრომლობას გულისხმობს.
როგორც USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორი მარინა უშვერიძემ, პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლიასას განაცხადა, მიზანი მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდაა.
პროგრამა ითვალისწინებს ტექნოლოგიების დანერგვას სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესში, სკოლაში დემოკრატიული კულტურის განვითარების ხელშეწყობას და ბიზნესისა და სკოლების დაკავშირებას. აღსანიშნავია ისიც, რომ პროგრამაში ჩაერთვებიან VII-XII კლასის მოსწავლეები, პედაგოგები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
პროგრამის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ მახარაშვილმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა მიიღეს.
თამარ მახარაშვილმა სიტყვით გამოსვლისას პროგრამის ინიციატორ ორგანიზაციებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლების გაძლიერების მიმართულებით საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, სამოქალაქო განათლების პროგრამა სკოლებში დემოკრატიული კულტურის განვითარებას, სწავლა-სწავლების პროცესში ტექნოლოგიების დანერგვასა და სკოლებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
აღსანიშნავია, ისიც, რომ პროგრამის ფარგლებში გაიმართება ბიზნესფორუმები, სადაც მოსწავლეები და სკოლის თანამშრომლები ბიზნესის წარმომადგენლებს საკუთარ პროექტებსა და იდეებს გააცნობენ და მათი მხრიდან შესაბამის მხარდაჭერას მიიღებენ. ამასთან, სასკოლო ინიციატივების წასახალისებლად იმოქმედებს მცირე გრანტების პროგრამა, რომელიც სკოლებში მოსწავლეთა თვითმმართველობების გაძლიერებასა და დემოკრატიული კულტურის დანერგვას შეუწყობს ხელს.
გარდა ამისა, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის გაიცემა გრანტები, რაც შესაძლებლობას მისცემს მოსწავლეებსა და პედაგოგებს, სკოლისა და საზოგადოებისთვის სასარგებლო ინიციატივები განახორციელონ. სტუდენტებისა და მომავალი პედაგოგების სასკოლო პრაქტიკის ხელშეწყობის მიზნით გრანტებს უნივერსიტეტებიც მიიღებენ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი