სიახლეები
სკოლები

„სკოლა ჩემთვის არის სივრცე, სადაც ყოფნა მიხარია, სადაც ვიპოვე ჩემი ადგილი და საკეთებელი“ - მაია ალექსანდრია, ქარიატის საჯარო სკოლის დირექტორი
08-06-2022
-
+


საზაფხულო არდადეგების მოახლოებასთან ერთად, საინტერესოა, რით იყო გამორჩეული 2021-2022 სასწავლო წელი საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორებისთვის, მათი აზრით, რა სჭირდება განათლების სისტემას და რას ურჩევენ არდადეგებზე მოსწავლეთა მშობლებს. 

ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე კომპეტენტურ პასუხებს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატის საჯარო სკოლის დირექტორის, მაია ალექსანდრიას​ ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.

- სკოლა ჩემთვის არის. . .

- სივრცე, სადაც ყოფნა მიხარია, სადაც ვიპოვე ჩემი ადგილი და საკეთებელი.

- მოტივაცია მემატება, როცა. . .

- რასაც ვაკეთებ, სხვასაც მოსწონს, საინტერესოა სხვებისთვისაც, როცა ვიღებ შედეგს, როცა ჩვენი მოსწავლეები წარმატებულად აგრძელებენ გზას.

- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის. . .

- მტკივნეულია. კარგა ხანს გრძნობ რაღაცნაირ სიცარიელეს, დისკომფორტს. მსგავსი შეგრძნება მქონდა ბავშვობაში მაშინ, როდესაც დედას უწევდა დიდი ხნით სადმე წასვლა. პირველ დღეებში სულ კარისკენ მეჭირა თვალი, ფეხის ხმას ვაყურადებდი, მერე კი თანდათან ვეგუებოდი... ზუსტად ასე, მთელი ცხოვრება მოლოდინში ხარ შენი ბავშვებისგან, კარგის მოლოდინში.

- განათლების სისტემას სჭირდება. . .

- ახალგაზრდა კადრების უფრო ინტენსიურად შემოსვლა, ახალი აზროვნების, დამოკიდებულებების შემოტანა, მეტი თავისუფლება ზოგადად.

- სასწავლო წელი გამორჩეული იყო. . .

- შარშანდელისგან ნამდვილად გამორჩეული იყო, საბედნიეროდ. მთელი სასწავლო წელი პირდაპირ რეჟიმში ვსწავლობდით. ეს რა ფუფუნება ყოფილა, ახლა დავაფასეთ.

- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ. . .

- იკითხონ შვილებთან ერთად, იარონ შვილებთან ერთად, მოუსმინონ შვილებს და რის ასრულებასაც შეძლებენ, აუსრულონ. და კიდევ ერთი, ბოლომდე, გულახდილად გაიცინონ ხშირად და აჩვენონ ემოციების გარეთ გამოტანის ბედნიერება და მაგალითი.

- სასწავლო წლის დასასრულს. . .

- მივდივართ დასასვენებლად, მაგრამ იმავდროულად ვიწყებთ მზადებას მომდევნო სასწავლო წლისთვის.

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება