მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წაშლილი მონაცემების აღდგენა არ ხდება - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მასწავლებლებს აფრთხილებს და განმარტებას სთავაზობს, როგორ მოიქცნენ იმ შემთხვევაში, თუ მონაცემები წაეშლებათ. ინსტრუქციას უცვლელად გთავაზობთ:
წაშლილი მონაცემების აღდგენა არ ხდება და შეგიძლიათ მოთხოვნის ფუნქციით თავიდან შეიტანოთ ნიშნები.
ჟურნალში მონაცემები იშლება, როცა წარსულის თარიღით ხდება სწავლების პერიოდის ცვლილება ისქულში, ამ შემთხვევაში ხდება განვლილი პერიოდით დაგენერირებული გაკვეთილების წაშლა და გაწერილი სწავლების პერიოდის გაკვეთილებით ჩანაცვლება.
გაკვეთილებზე შეტანილი დასწრება/შეფასებები რომ არ წაიშალოს წინასწარ უნდა მოხდეს ცვლილება „ისქულში“ სწავლების პერიოდზე (ანუ სანამ დასრულდება მიმდინარე სწავლების ტიპი), წარსული თარიღით ცვლილების ნაცვლად.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ უკვე გაწერილ სწავლების პერიოდზე აღარ მოხდეს რედაქტირება, მაგ: 26 იანვარი-3 თებერვალი - დისტანციური ელექტრონული სწავლება - არ მოხდეს აღნიშნული პერიოდის წაშლა (ასეთ შემთხვევაში ამ პერიოდზე დასწრებული გაკვეთილები დაგენერირდება), ან მაგალითად დისტანციური ელექტრონული სწავლების ნაცვლად დისტანციური ჰიბრიდული სწავლების არჩევა.
თუ ეს პერიოდი მომავალშია, პირობითად/მაგალითად, 4 თებერვალი-16 ივნისი, ასეთ შემთხვევაში მსგავსი რედაქტირება დასაშვებია, რადგან მომავალი თარიღის გაკვეთილებზე შეფასება არ იქნება დაფიქსირებული, თუმცა, თუ ამ პერიოდზე მასწავლებელს ექნება ჩანიშნული შემაჯამებელი გაკვეთილი, მოხდება მისი წაშლა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი