პირველკლასლეთა მისაღებად კიდევ 43 ათასზე მეტი ადგილია დარჩენილი
09-06-2022
დაკოპირებულია
-
+
2022-2023 სასწავლო წლისთვის საქარველოში პირველკლასელების მისაღებად ჯამში, საჯარო სკოლებში გამოყოფილი იყო 89417 ადგილი, სადაც 46 222 მოსწავლე დარეგისტრირდა.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპისთვის, საჯარო სკოლებში პირველკლასელთა მისაღებად საჯარო სკოლებში დარჩენილია 43 195 ადგილი. აღსანიშნავია, ისიც ამ რეგიონების 142 საჯარო სკოლას პირველი კლასის მოსწავლე ამ დრომდე არ ჰყავს, თუმცა რეგისტრაცია გრზელდება და მონაცმები შესაძლოა შეიცვალოს სასწავლო დასაწყისამდე.
აქვე გაცნობებთ, რომ პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 2022-2023 სასწავლო წლისათვის 15 ივნისს 18:00 საათზე დასრულდება, ხოლო საბუთების წარდგენა 16 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:
მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი