სიახლეები
სიახლეები

როგორ მოვემზადოთ სტატუსის ამაღლების გამოცდისთვის ერთ თვეში?
09-06-2022
-
+


მასწავლებელთა გამოცდები 6 ივლისს იწყება. წამყვანობისა და მენტორობის მსურველებისთვის კი პროფესიული უნარების გამოცდა 14 და 15 ივლისს ჩატარდება.

მასწავლებლებს სასწავლო წლის დასასრულს სკოლაში ბევრი სამუშაო აქვთ - ელექტრონულ ჟურნალში შეფასებების შეტანა, შემაჯამებლების დანიშვნა და გასწორება, მოსწავლეთა პირადი საქმეების მოწესრიგება და სხვა. სწორედ ამ მიზეზით პედაგოგებს საგამოცდო საკითხების დამუშავებისთვის დრო არ აქვთ. სტატუსის ამაღლების მსურველთა საგამოცდო პროგრამა კი საკმაოდ დიდ მასალას მოიცავს.

მასწავლებლები 15 ივნისს, სასწავლო წლის დასრულებას ელოდებიან, რომ საგამოცდოდ მოემზადონ, თუმცა ჩნდება კითხვები - „საიდან დავიწყო?“ „პირველ რიგში რომელი წიგნი წავიკითხო?“ „ნეტავ, რომელი თემებიდან იქნება უფრო მეტი კითხვა ტესტში?“ „როგორ მივიღო მაღალი ქულა?

წამყვანობისა და მენტორობის მსურველთა გამოცდა წელს პირველად ტარდება, შესაბამისად, რომელი საკითხიდან რამდენი კითხვა იქნება ტესტში, არავინ იცის, თუმცა გამოცდილი პედაგოგები, რომლებიც სხვადსხვა ტიპის გამოცდებს ხშირად აბარებენ, გამომცდელებს ურჩევენ  პირველ რიგში, ის საკითხები დაამუშავოთ, რომელიც საგამოცდო ტესტში აუცილებლად დაგხვდებათ და რომლებიც უფრო მაღალ ქულას მოგიტანთ. ეს საკითხებია:

  • კვლევის და პროექტის დაგეგმვა/განხორციელება - საგამოცდო ტესტში ამ თემაზე ღია დავალებები დაგხვდებათ, ღია დავალებები კი მაღალქულიანია.
  • ფუნქციური წერა - რას ნიშნავს ფუნქციური წერა? როგორია მისი შეფასების კრიტერიუმები და როგორ უნდა ააგოთ ნაშრომი, ამაზე ჩვენს ვებგვერდზეც ინფორმაცია არაერთხელ განთავსდა, გარდა ამისა, ინტერნეტში შეგიძლიათ გაეცნოთ ნიმუშებს, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ გამოცდაზე ნაშრომში მაღალი ქულა მოიპოვოთ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული საგამოცდო ნიმუშის მიხედვით, ფუნქციური წერაში მაქსიმალური ქულაა 8.
  • გაკვეთილზე დაკვირვების ფორმა და მისი ანალიზი - მასწავლებელს კონკრეტული შემთხვევის ანალიზი უნდა შეეძლოს. ღია დავალებებში შეხვდებით გაკვეთილზე დაკვირვების ფორმას, აღწერილი სიტუაციის მიხედვით კი უნდა ამოიცნოთ გაკვეთილის 2 დადებითი და 2 უარყოფითი მხარე, შემდეგ კი მასწავლებელს რეკომენდაციები მისცეთ. აღნიშნული დავალება 12 ქულითაა შეფასებული. გამოცდილ მასწავლებელს მისი შესრულება არ გაუჭირდება, რადგან დავალება, ფაქტობრივად, პრაქტიკულ ცოდნას მოითხოვს.
  • პრობლემური სიტუაციის ანალიზი - ღია დავალებებშია სიტუაციის ანალიზიც, რომელიც ასევე არ გაუჭირდება სტატუსიან, მოქმედ პედაგოგს, რადგან სიტუაცია სასკოლო ცხოვრებიდანაა აღწერილი. ეს დავალება, სწორად შესრულების შემთხვევაში, 8 ქულას მოგიტანთ.
  • კანონმდებლობა - პედაგოგი საგამოცდოდ მზადების დროს ასევე უნდა გაეცნოს კანონებს. მის დაზეპირებას არავინ გთხოვთ, თუმცა ზოგადი განათლების შესახებ კანონი სკოლაში მომუშავე ყველა მასწავლებელს უნდა ჰქონდეს წაკითხული, რათა იცოდეთ თქვენი, დირექციის, მანდატურის, მოსწავლის თუ მშობლის უფლებები და მოვალეობები. ასევე ამ დოკუმენტში შეხვდებით ინფორმაციას სამეურვეო და პედაგოგიურ საბჭოზე, მოსწავლეთა თვითმმართველობაზე, დისციპლინურ კომიტეტზე და ა.შ.
  • მდგრადი განვითარების ძირითადი პრინციპების ცოდნა და გაზიარება - გამოცდამდე პედაგოგმა თვალი უნდა გადაავლოს საკითხებს სასკოლო თემის ფარგლებში დემოკრატიულ კულტურზე, გლობალურ მოქალაქეობაზე, ინკლუზიაზე, მრავალფეროვნებასა და უნივერსალურ დიზაინზე, გარემოსდაცვით პასუხისმგებლობაზე და ციფრულ მოქალაქეობაზე. ეს ვრცელი ჩამონათვალი ნუ შეგაშინებთ, არც მათი დაზეპირებაა საჭირო, თუმცა საკითხების ერთხელ წაკითხვაც კმარა, რომ საგამოცდო ტესტში შესულ არჩევითპასუხიან დავალებაში სწორი პასუხი ამოიცნოთ.

შეგახსენებთ, რომ საგამოცდო ტესტში სულ 32 სხვადასხვა ტიპის დავალებაა გამოყენებული, მათგან: 22 - არჩევითპასუხებიანი და 2 - შესაბამისობის დავალება;  8 კი - ღია დავალება (მათ შორის არის რეკომენდაციების შემუშავება, ფუნქციური წერა, სიტუაციის ანალიზი და სხვა). 

გამოცდის ხანგრძლივობა 4 საათია. წამყვანობის მსურველმა ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი ანუ მინიმუმ 43 ქულა უნდა დააგროვოს, მენტორობის მსურველმა კი - ტესტის მაქსიმალური ქულის 75 % -ზე მეტი ანუ მინიმუმ 53 ქულა.

იხილეთ ასევე: მასწავლებლების გამოცდა 6 ივლისს დაიწყება - დეტალური განრიგი


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები
 
„სკოლის დირექცია მადლობას უხდის საინტერესო აქტივობისათვის პედაგოგებს: ნაზი ხუციშვილსა და სერგო ბერიძეს“

აქტივობას ხელმძღვანელობდა ვარდითერ იუზბაშიანი

„პატარა ძიუდოისტის  სახელი არაერთჯერ გაჟღერდება მსოფლიო არენებზე“
 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება