მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ცხრა ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას უდიდესი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებსა და ღონისძიებებს სთავაზობენ და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან.
რა თქმა უნდა, სკოლაში ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ გარემოს დაცვის მსოფლიო დღე. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის საბუნებისმეტყველო კათედრამ ღონისძიება ჩაატარა.
მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პოსტერები, ნახატები, მეორადი მასალისგან შექმნეს ხელნაკეთი ნივთები, მოეწყო გამოფენა, მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია.
ღონისძიების დამთავრების შემდეგ მოსწავლეებმა იზრუნეს სკოლის გამწვანებაზე და სუფთა და მწვა ნე გარემოს შექმნაში თავიანთი წვლილი შეიტანეს.
გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ყოველ წელს 5 ივნისს აღინიშნება.
1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განაცხადის გასაგზავნად ვადა 17 იანვრის ჩათვლითაა - საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სხვა დეტალები ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ უცხო ქვეყნის უძველეს საშობაო ტრადიციებს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება