მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები წელს აჯამებენ და გვიყვებიან რით იყო გამორჩეული 2021-2022 სასწავლო წელი? რას ურჩევდნენ მოსწავლეთა მშობლებს არდადეგებზე? და რა სჭირდება ყველაზე მეტად განათლების სისტემას.
ამჯერად, საინტერესო ბლიც-კითხვებით etaloni.ge თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ შავსაყდრის საჯარო სკოლის დირექტორ მანანა ხუციშვილს დაუკავშირდა.
- სკოლა ჩემთვის არის...
- სკოლა ჩემთვის ჩემი სახლი, ჩემი „შინ“-აა...რამეთუ, აქ ისევე მიწევს ზრუნვა თითოეულ ადამიანზე, მოზარდსა თუ ზრდასრულზე, როგორც საკუთარ სახლში. ზოგადად, სკოლა ცოცხალი ორგანიზმია და მისი წარმატების გზა ადამიანურ ურთიერთობებზე გადის. თუ სკოლა მოსწავლის ინტერესებსა და ცნობისმოყვარეობას აკმაყოფილებს, მიზანი მიღწეულია... სკოლა ცოდნის ტაძარიცაა, სადაც ბავშვი აღიზრდება, პიროვნებად ყალიბდება და საუკეთესო წლებს საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ატარებს...
- მოტივაცია მემატება, როცა...
- როცა ჩემი შრომის შედეგი არ აყოვნებს...როცა ვგრძნობ და ვხედავ თითოეული მოსწავლის ცნობისმოყვარედ მომზირალ თვალებს და ამ დროს, მათი სიყვარული და მზრუნველობა მაძლევს ძალას იმისას, რომ ვენდო საკუთარ თავს და ვიბრძოლო ცხოვრებისეულ პრობლემებთან გასამკლავებლად...და, მაინც, ყველაზე დიდი მოტივი ადამიანებისა და სიცოცხლის სიყვარულია...
- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის...
- მგრძნობიარე და მტკივნეულია, თუმცა, ამავდროულად, საამაყოც - გუშინ ბაფთიანი გოგონები, პირტიტველი ვაჟები დღეს ასრერიგად დაზრდილ-დაფრთიანებულნი მიდიან ჩვენი კედლებიდან, მაგრამ არა-გულიდან... ეს კი სევდანარევი სიხარულის განცდაა!!!
- განათლების სისტემას სჭირდება...
- ერუდირებული, მრავალმხრივ განვითარებული (არამარტო-კრედიტმინიჭებული) პედაგოგი, აღმზრდელი-ჯანსაღი, ძლიერი მომავალი თაობისა.
- სასწავლო წელი გამორჩეული იყო...
- იმით, რომ წინა წლებისაგან განსხვავებით, ყოველდღიურად ვხედავდით მოსწავლეთა ციმციმა თვალებს.
- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ...
- როცა მოსწავლე მთლიანად სწყდება საგანმანათლებლო გარემოს, მისი გონება მოდუნებას იწყებს... ამიტომ მშობლებს ვურჩევ, დაეხმარონ შვილებს, რომ ისინი არდადეგების პერიოდში დაკავდნენ კლასიკური ლიტერატურის კითხვით, ინტელექტუალური და ამავე დროს გასართობი აქტივობებით, რაც ხელს შეუწყობს მათი ცნობიერების გაზრდას.
- სასწავლო წლის დასასრულს...
- ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებო, ჩვენო ხვალინდელო დღევ, ღირსეულო მომავალო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას, ცხოვრების ახალ, ახლა უკვე ლაბირინთულ გზაზე გასვლას. უფლის სიყვარულს გისურვებთ! სიძნელეთა დაძლევის ნიჭს გისურვებთ! მოყვასის სიყვარული შეგაძლებინოთ უფალმა! არ დაგვიწყებოდეთ - „ვისი გორისანი ხართ!“
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განაცხადის გასაგზავნად ვადა 17 იანვრის ჩათვლითაა - საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სხვა დეტალები ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ უცხო ქვეყნის უძველეს საშობაო ტრადიციებს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება