მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
არდადეგების მოახლოებასთან ერთად, საინტერესოა, რით იყო გამორჩეული 2021-2022 სასწავლო წელი საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორებისთვის, მათი აზრით, რა სჭირდება განათლების სისტემას და რას ურჩევენ არდადეგებზე მოსწავლეთა მშობლებს.
ამჯერად, საინტერესო ბლიც-კითხვებით etaloni.ge ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორის მ.შ-ს ვიოლა აკობიძეს დაუკავშირდა.
- სკოლა ჩემთვის არის ...
- ჩემი დიდი ოჯახი, სადაც ოჯახის წევრებს შორის სუფევს ჰარმონიული და სწავლაზე ორიენტირებული გარემო.
- მოტივაცია მემატება, როცა ...
- ვხედავ, რომ ჩემი მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა პროექტებში კონკურსებში და საუკეთესო შედეგს დებენ.
- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის ...
- ყოველთვის ემოციურია, რადგან გარკვეული პერიოდი ტოვებენ სკოლას, თუმცა იმ იმედით, რომ მალევე დაბრუნდებიან მეტად ხალისიანები დასვენებული საღი შთაბეჭდილებებით.
- განათლების სისტემას სჭირდება ...
- დახვეწა, რადგან ახალ-ახალი ექსპერიმენტების ძიებაში გვავიწყდება, რომ მეტი მუშაობაა საჭირო ბავშვებთან, რათა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება და დრო რომელიც, ორიენტირებულია მოსწავლეთა სწავლებაზე გამოვიყენოთ მაქსიმალურად.
- სასწავლო წელი გამორჩეული იყო...
- ჩემთვის გამორჩეული იყო, რადგან ჩემმა მოსწავლეები მონაწილეობდნენ სხვასხვა კონკურსებში. კერძოდ, სარაიონო მათემატიკის ოლიმპიადაში, სადაც პირველი ადგილი აიღო მესამე კლასის მოსწავლემ და ასევე ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ოქროს სიგელი მოიპოვა ერთმა მოსწავლემ. შიდა სასკოლო ტურში კი - მხატვრულ კითხვასა და მის გააზრებაში გამოვლინდნენ I,II, ადგილის მფლობელნი, რისთვისაც გადაეცათ სიგელი და ფასიანი საჩუქარი.
- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ...
- მეტი ყურადღება დაუთმონ თავიანთ შვილებს, მიცემულ დავალებებზე გაუწიონ კონტროლი, თუმცა მისცენ მეტი დამოუკიდებლობა, რადგან სკოლა ბავშვის განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ერთ- ერთი ნაწილია.
- სასწავლო წლის დასასრულს...
- ვისურვებ მშვიდობას, როგორც ქვეყანაში ასევე მსოფლიოში. არ იყოს პანდემიის საშიშროება, რათა შევძლოთ მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება, რაც ახალი სასწავლო წლისათვის გვაქვს დაგეგმილი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ