სიახლეები
პიროვნება

„მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის სიხარულისა და სევდის, განშორების გრძნობათა ჭიდილია“- თამილა მეგრელი, ორხვის საჯარო სკოლის დირექტორი
09-06-2022
-
+


რას ნიშნავს მისთვის სკოლა? რა სჭირდება განათლების სისტემას? და მისი აზრით, რით იყო 2021-2022 სასწავლო წელი გამორჩეული - etaloni.ge-ს ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორხვის საჯარო სკოლის დირექტორმა თამილა მეგრელმა უპასუხა.

- სკოლა ჩემთვის არის...

- ტაძარი, რომლის მსახურთ ერთი მიზანი აქვთ, რომ განათლებული და ჯანმრთელი მრევლი ჰყავდეთ, რათა ბედნიერი ადამიანები ცხოვრობდნენ ჩვენს პლანეტაზე. მე კი ამ ტაძრის ერთ ერთი  მსახური ვარ.

- მოტივაცია მემატება, როცა. . .

- ვხედავ მოსწავლეთა გაბრწყინებულ სახეებს .

- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის. . .

- სიხარულისა და სევდის, განშორების გრძნობათა ჭიდილია.

- განათლების სისტემას სჭირდება. . .

- ისეთი პროგრამის დანერგვა ყველა სააღმზრდელო დაწესებულებაში, რომელიც უზრუნველყოფს ქართული ტრადიციული ღირებულებების მქონე პატრიოტი ტოლერანტული მოქალაქის აღზრდას.

- სასწავლო წელი გამორჩეული იყო. . .

- სევდანარევი ღონისძიებებით, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდებოდა.

- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ...

- ბავშვებს საინტერესო არდადეგები მოუწყონ, რომ სკოლაში სწავლისათვის ამაღლებული განწყობით დაბრუნდნენ. 

- სასწავლო წლის დასასრულს. . .

- გასული სასწავლო წლის ანალიზის შემდეგ ვადგენთ გეგმას ახალი სასწავლო წლისათვის.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

„ეტალონის“ ინგლისური ენის ოლიმპიადა პირველად ტარდება

სიახლეები

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

გამორჩეული ათეულების შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები

სიახლეები
საზოგადოება