მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი თეონა მახარაძემ კონკურსში წარმატებას მიაღწია.
კონკურსი „მწვანე ჯილდო 2022“ გარემოს დაცვის მსოფლიო დღის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა ჩაატარა.
თეონა მახარაძე ათეულის წევრი გახდა. მას მუშაობის ექვსთვიანი გამოცდილება აქვს.
გამარჯვებულებს ჯილდოები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ გადასცა.
კონკურსი „მწვანე ჯილდო" გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ 2018 წელს დაარსდა. კონკურსის მიზანია იმ პედაგოგებისა და აღმზრდელების გამოვლენა და წახალისება, რომლებიც სასწავლო პროცესში აქტიურად იყენებენ სახელმძღვანელოებს „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება" და „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში" და ზრუნავენ ბავშვების გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშესაწყობად.
სკოლაში პედაგოგის წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
„სკოლის ადმინისტრაცია წარმატებებს უსურვებს მას“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განაცხადის გასაგზავნად ვადა 17 იანვრის ჩათვლითაა - საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სხვა დეტალები ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ უცხო ქვეყნის უძველეს საშობაო ტრადიციებს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება