მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლებმა განვლილი მასალის შეჯამების მიზნით, ღონისძიება მოაწყვეს.
ღონისძიების მიზანი სხვადასხვა საგანში ნასწავლი ცოდნის გამომჟღავნება იყო. მოსწავლეებმა პროგრამა თავად შეადგინეს, დააკომპლექტეს ჟიური.
ღონისძიებას სკოლის დირექტორი ინგა მიქელაძე ესწრებოდა, მან მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს და მონაწილეობისთვის სიგელები გადასცა.
აქტივობამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.
„განათლება არის სისტემატიურ ქმედებათა პროცესი, რომელიც შეგნებულად არის მიმართული ადამიანის ფიზიკური, ინტელექტუალური მორალური უნარ-ჩვევების განვითარებისაკენ. განათლებაში აგრეთვე იგულისხმება შედეგი. განათლების მიღების ძირათი გზაა სწავლა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომელიც მჭიდრო კავშირშია აღზრდასთან. განათლების პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება თვითგანათლებას, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საზოგადოებრივ-შრომით საქმიანობაში მონაწილეობას, სკოლისთვის თუ თემისთვის სასარგებლო პროდუქტის შექმნას.
მეხუთე კლასის მოსწავლებმა განვლილი მასალის შეჯამების მიზნით მოაწყეს ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა სხვადასხვა საგანში ნასწავლი ცოდნის გამომჟღავნებას. გასაოცარი ის იყო, რომ გაკვეთილების შემდეგ რჩებოდნენ დამოუკიდებლად ადგენდნენ პროგრამას, იწერდნენ კითხვებს საგნებიდან. დააკომპლექტეს ჟიური. კლასის ხელმძღვანელი ქალბატონი სოლმაზ ომაროვა აღფრთოვანებული იყო მისი კლასის მონდომებით, თვითაქტივობებით, მოხერხებულობით.
ღონისძიებას ესწრებოდა სკოლის დირექტორი ქალბატონი ინგა მიქელაძე, რომელმაც მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს და მონაწილეობისთვის გადასცა სიგელები.
პანდემია ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი იყო იმისა, რომ მოსწავლეებმა სრულფასოვანი ცოდნა ვერ მიიღეს, აღნიშნული აქტივობამ კი გამოაცოცხლა მოსწავლეები, გადაიმეორეს ყველა საგანი და მოტივაცია აუმაღლდათ, სიგელები კი იყო მათი აღმაფრენა.
ნებისმიერი პედაგოგის წარმატება სკოლის წარმატებაა. სკოლა როდის არის ძლიერი?
სწორედ ასეთი სკოლაა სავანეთის სკოლა, წელს ქართულ სექტორზე გვყვავს 2 აბიტურიენტი, რომელსაც უმაღლესში ჩაბარება უნდა, აზერბაიჯანულ სექტორზე კი 6-8. საინტერესო ზაფხული გველის, მათი ჩაბარება სკოლის მორიგი წარმატება იქნება“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განაცხადის გასაგზავნად ვადა 17 იანვრის ჩათვლითაა - საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სხვა დეტალები ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ უცხო ქვეყნის უძველეს საშობაო ტრადიციებს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება