სიახლეები
სკოლები

თაბაგრების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მხარდასაჭერად აქცია მოაწყვეს
22-03-2018
-
+


თაბაგრების საჯარო სკოლაში „დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე“ აღინიშნა.

სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები, სხვადასხვა ღონისძიების მოწყობით, ყოველ წელს უერთდებიან  აღნიშნულ აქციას. 

წელს მასწავლებლებმა მოსწავლეებს კიდევ ერთხელ მიაწოდეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ, მოუწოდეს სინდრომის მქონე ადამიანების უფლებების დაცვისა და მხარდაჭერისაკენ.

„რამდენიმე ქრომოსომის მეტობა მათ ყველაზე უწყინარ, ყველაზე გულწრფელ, ყოველგვარი ბოროტების, ტყუილის, მტრობის მიღმა მდგარ ადამიანებად აქცევს. მათ  უზღვავი სიყვარულის გაცემა შეუძლიათ და ანალოგიურად მოითხოვენ ჩვენგანაც“ - აცხადებენ სკოლის წარმომადგენლები. 

მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მხარდასაჭერად აქცია მოაწყვეს.  

აქციის მთავარი სლოგანი იყო: ,,ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“. 

აქციის მონაწილეებმა გაიფერადეს ხელები და ამით სოლიდარობა გამოხატეს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

რესურსცენტრების ხელმძღვანელებს დამატებითი ვალდებულება განესაზღვრათ - მუნიციპალური ბიუჯეტი

ახალი სასწავლო სემესტრის დაწყების შემდეგ, თბილისისა და რეგიონების 31 საჯარო სკოლაში უკვე ჩატარდა შეხვედრა

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლე-მასწავლებლები ჩაერთნენ სხვადასხვა აქტივობაში

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება