სიახლეები
სიახლეები

მასწავლებლები საკუთარი პრაქტიკის სუსტ და ძლიერ მხარეებს შეაფასებენ
10-06-2022
-
+


ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესის შემაჯამებელი კონფერენცია (2022-2023) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების ერთობლივი ძალისხმევით, ივნისისა და ივლისის თვეში, ორ ეტაპად ჩატარდება - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, ზოგადი განათლების რეფორმის დეპარტამენტი ავრცელებს. 

ღონისძიებაზე სასკოლო საზოგადობა გააზიარებს საკუთარ წარმატებულ გამოცდილებას, კერძოდ, მასწავლებლები ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგებთან მიმართებით, აღწერენ თავიანთი მოსწავლეების მიღწევებს, ახსნიან მათი წარმატებისა, თუ შეფერხების მიზეზებს, შეაფასებენ საკუთარი პედაგოგიკური პრაქტიკის ძლიერ და სუსტ მხარეებს. სკოლის ლიდერები კი წარადგენენ სასკოლო პროექტებს, რომლებმაც სასკოლო კულტურის განვითარებას შეუწყო ხელი.

კონფერენციის პირველი ეტაპი ივნისის თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტის დონეზე მიმდინარეობს, ხოლო 15-17 ივლისს ეროვნულ დონეზე ჩატარდება.

მიმდინარე სასწავლო წელს, პანდემიის მიუხედავად, საქართველოს სკოლებში აქტიურად ხორციელდებოდა ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა, სადაც გარდა ტრადიციული საშუალებებისა (გრიფირებული სახელმძღვანელო, ცენტრალიზებული მასობრივი ტრენინგები, გარე პარტნიორების ორგანიზებული მხარდამჭერი პროექტები), სკოლის ბაზაზე განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები (მუშაობა კომპლექსურ დავალებებზე, განმავითარებელ შეფასებაზე, პედაგოგიკური პრაქტიკის შესწავლაზე და სხვ.), რომლებიც სასკოლო სასწავლო გეგმების განვითარებას ემსახურებოდა. ამ აქტივობების განხორციელებაში სკოლებს ეხმარებოდა 24 მხარდამჭერი ჯგუფი, რომლებიც განაწილებული იყო საქართველოს ყველა მხარეში (თითოეული ჯგუფი დაკომპლექტებული იყო: საგნობრივი ექსპერტებით, ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის კოორდინატორებით, ლიდერობის, ტექნოლოგიებისა და ინკლუზიური განათლების სპეციალისტებით). სკოლებთან მათი თანამშრომლობის შედეგად განვითარდა ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ინსტრუმენტები: საგანმანათლებლო და ელექტრონული რესურსები.

კონფერენციაზე ასევე განხილული იქნება მომდევნო სასწავლო წლისთვის დაგეგმილი ღონისძიებები.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები
 
„სკოლის დირექცია მადლობას უხდის საინტერესო აქტივობისათვის პედაგოგებს: ნაზი ხუციშვილსა და სერგო ბერიძეს“

აქტივობას ხელმძღვანელობდა ვარდითერ იუზბაშიანი

„პატარა ძიუდოისტის  სახელი არაერთჯერ გაჟღერდება მსოფლიო არენებზე“
 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება