მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლის სტანდარტი ორი ნაწილისაგან შედგება. პირველი საერთოა ყველა საგნისა და საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლებისათვის და მოიცავს იმ აუცილებელ პედაგოგიურ უნარსა და ცოდნას, რომელიც მოეთხოვება მასწავლებელს. სტანდარტის მეორე, საგნობრივი ნაწილი კი მოიცავს იმ საგანსა და საგნობრივ ჯგუფებს, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სავალდებულო საგნებად არის გათვალისწინებული.
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი პროფესიული ვალდებულებების, ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და ღირებულებების ჩამონათვალის ერთობლიობაა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ყველა თანამდებობის მასწავლებელი. სტანდარტის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესება.
პროფესიული სტანდარტი განსაზღვრავს მინიმალურ კომპეტენციებს ყველა თანამდებობის მასწავლებლისთვის, წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის, ასევე, სპეციალური მასწავლებლისთვის და მოიცავს ორ ძირითად მიმართულებას:
რაც შეეხება საგნობრივ სტანდარტს, ის მოსწავლის შედეგებზეა ორიენტირებული.
საგნობრივი სტანდარტი განსაზღვრავს ცოდნის სავალდებულო მინიმუმს, რომელსაც უნდა ფლობდეს მოსწავლე საფეხურის ბოლოს. ასევე პასუხობს შეკითხვებს: რა უნდა იცოდეს მოსწავლემ, რა უნდა შეეძლოს მას, რა ღირებულებებით უნდა აღიზარდოს იგი კონკრეტული საგნის ფარგლებში.
სტანდარტი შედგება შემდეგი ნაწილებისგან:
საგნობრივი პროგრამები კლასების მიხედვითაა შედგენილი. ის განსაზღვრავს, თუ რა უნდა იცოდეს და შეძლოს მოსწავლემ და როგორ უნდა მივაღწიოთ საგნობრივი სტანდარტის შედეგებს, საგნობრივი პროგრამები მოიცავს ერთ ან ორ სასწავლო წელს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი