სტატუსი 3 461-მა მასწავლებელმა აიმაღლა.. 50%-მა გაიუმჯობესა ქართული ენის ფლობის დონე - დოკუმენტი
10-06-2022
დაკოპირებულია
-
+
საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში ასახულია რა პროგრესი განიცადეს მასწავლებლებმა, რამდენმა აიმაღლა სტატუსი, წარმატებით გაიარა ტრენინგების კურსი და ა.შ.
ანგარიშის მიხედვით :
• სტატუსი შეიცვალა 3 461-მა მასწავლებელმა (86 წამყვანი და 3375 უფროსი). 1016-მა სპეციალურმა მასწავლებელმა მოიპოვა სტატუსი, 45-მა პრაქტიკოსის და 971-მა - უფროსი სპეციალური მასწავებლის სტატუსი;
• მასწავლებელთა მაძიებლობის პროგრამაში დამატებით ჩაერთო 482 მასწავლებელი; მაძიებლობის პროგრამის სრული კურსი წარმატებით დაასრულა 626-მა მაძიებელმა მასწავლებელმა. მაძიებლის პროგრამის წარმატებით დასრულების და საგნის გამოცდის ჩაბარების შედეგად 708 მასწავლებელმა მოიპოვა უფროსი მასწავლებლის სტატუსი;
• დასრულდა სქემის გარდამავალი დებულების მიხედვით გაწერილი გარე დაკვირვების პროცესი, წარმატებით დაძლეული გარე დაკვირვების შედეგად მომზადდა მასწავლებლების ბაზა, რომლებსაც მიენიჭათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
• შემუშავებულია მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული აქტივობების შესრულების მონიტორინგის კონცეფცია
• არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ადგილობრივი მასწავლებლების პროფესიული განვითარება უზრუნველყოფილია სკოლებში კონსულტანტ-მასწავლებლების და დამხმარე მასწავლებლების მივლენით, 164 არაქართულენოვან საჯარო სკოლაში საკადრო დეფიციტის შესავსებად მივლენილი იყო 245 მასწავლებელი სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით;
• სახელმწიფო ენის შემსწავლელი კურსების და ქართულის, როგორც მეორე ენის მეთოდური ტრენინგების შედეგად კურსი დაასრულა 951 - მა მასწავლებელმა; სხვადასხვა საგნის 369 მასწავლებელი გადამზადდა გრძელვადიანი კურსით, ბენეფიციართა 50%-მა გაიუმჯობესა ქართული ენის ფლობის დონე და საგნის სწავლების მეთოდური უნარები.
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი