სიახლეები
სკოლები

თბილისის N103 საჯარო სკოლის მეექვსეკლასელებმა „ჩვენი საქართველოს“ შესწავლა წარმატებით დაასრულეს
10-06-2022
-
+


თბილისის N103 საჯარო სკოლის მე-6 კლასში სრულდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის „ჩვენი საქართველოს“, ორწლიანი პროგრამა.

საგნის მიზანია ასაკის შესაბამისად მოსწავლეს მისცეს ცოდნა საქართველოს ისტორიის შესახებ. მიაწოდოს საბაზო ინფორმაცია საქართველოს რეგიონების ზოგად გეოგრაფიულ მახასიათებლებზე და ამავდროულად, შეუქმნას წარმოდგენა იქ არსებულ მდგომარეობასა და ყოველი კუთხის ეთნოგრაფიულ თავისებურებებზე.

თბილისის N103 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა საგნის მასწავლებლის, ნანა ჩხაიძის ხელმძღვანელობით დაგეგმეს და განახორციელეს პროექტი სახელწოდებით „ჩვენ ვიცნობთ და გვიყვარს ჩვენი სამშობლო“.

ამისთვის შეიქმნა შემოქმედებითი, პრეზენტატორთა და თეორიულ მასალაზე მომუშავე ჯგუფები. მოსწავლეებმა შეაგროვეს მასალა საქართველოს ადმინისტრაციული ერთეულების შესახებ, შექმნეს საქართველოს მაკეტი, გააკეთეს პრეზენტაციები და ამგვარად შეაჯამეს ორი წლის განმავლობაში ნასწავლი მასალა.

ბავშვებმა შეძლეს საქართველოს ისტორიული, კულტურული და გეოგრაფიული მრავალფეროვნება ერთ მთლიან პროდუქტში წარმოეჩინათ.

მოსწავლეთა აქტიურობა, მართლაც დიდი იყო. ითანამშრომლეს, ხალისით გაუზიარეს ერთმანეთს მოძიებული ინფორმაცია, რუდუნებით იმუშავეს მაკეტზე, თითოეული კუთხის მახასიათებელ სიმბოლოზე. 

პროექტის მიზანი იყო ნასწავლის შეჯამება, სამშობლოს სიყვარულის განცდა და სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბების ხელშეწყობა ბავშვებში.

მე-6 კლასის მოსწავლეებმა პროექტის პრეზენტაციაზე მიიწვიეს პირველი მასწავლებელი მანანა მუჩიაშვილი, რომელმაც სიამაყით აღნიშნა, რომ ძალიან გაზრდილან ამ ორი წლის განმავლობაში და ახალი უნარები და ცოდნა შეუძენიათ.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება