სიახლეები
სკოლები

კოთელიის საჯარო სკოლა დირექტორს, ალექსანდრე აჩელაშვილს გლოვობს
10-06-2022
-
+


თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კოთელიის საჯარო სკოლა დირექტორს, ალექსანდრე აჩელაშვილს გლოვობს. მისი გარდაცვალება სასკოლო და საგანმანათლებლო საზოგადოებისთვის უდიდესი დანაკლისია.

ალექსანდრე აჩელაშვილი კოთელიის საჯარო სკოლას სამ ათეულ წელზე მეტი ხელმძღვანელობდა და მისი უდიდესი ღვაწლისა და შრომის დამსახურებით სკოლამ არაერთ წარმატებასაც მიაღწია.

კოთელიის საჯარო სკოლა წერილს ავრცელებს და ალექსანდრე აჩელაშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

„სამ ათეულ წელზე მეტია სკოლის ხელმძღვანელია... მის სახელს მრავალი პროექტი და ინოვაცია უკავშირდება. ბატონი ალექსანდრეს ღვაწლი შეუფასებელია ისეთი რეგიონის სკოლისთვის, სადაც ის მოღვაწეობდა. უაღრესად ენერგიული, თავისი საქმის სიყვარულით პროფესიონალიზმით ბევრს მისცა მაგალითი. დაჯილდოებული იყო მაღალი ინტელექტით; მისი გარდაცვალება დანაკლისია არა მარტო სკოლის, არამედ მთელი ჯავახეთის. კაცი კოლორიტი, კაცი ლეგენდა შესანიშნავი პიროვნება, პატრიოტი, უნიჭიერესი ისტორიკოსი... კიდევ მრავალი შეიძლება ითქვას ამ დიდებულ ადამიანზე. განისვენე მშვიდად, გულში ჩაგიკრავთ მშობლიური მიწა, რომლისთვისაც არასოდეს გიღალატიათ“, - წერია სამძიმრის წერილში.

etaloni.ge-ს გუნდის სახელით ვუსამძიმრებთ ალექსანდრე აჩელაშვილის ოჯახსა და სკოლას და ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მისი გარდაცვალების გამო.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება