მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო აქციას განაგრძობენ. ისინი უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის გადადგომას, სტუდენტური საცხოვრებლის აშენებას და ონლაინ სწავლებაზე გადასვლას მოითხოვენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, თსუმ- განცხადება გაავრცელა:
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოხატვის თავისუფლების პრინციპს პატივს სცემს და სამუშაო ფორმატში დიალოგისთვის ყოველთვის მზად არის, თუმცა ძალადობრივი ხასიათის ნებისმიერი ქმედება მიუღებელია - სამწუხაროდ, ასეთ ქმედებებს დღეს ადგილი ჰქონდა, როცა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაცვის და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებზე ფიზიკური ზეწოლის არაერთი ფაქტი გამოვლინდა, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
უნივერსიტეტი მოუწოდებს როგორც თსუ-ს, ასევე, სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს, გარეშე პირებს, რომლებიც ამჟამად თსუ-ში გამოცდების ონლაინ ფორმატით ჩაბარების მოთხოვნით აქციას ატარებენ, რომ პროტესტის კონსტრუქციულ ფორმებს მიმართონ.
„უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაითვალისწინა და ფინალური გამოცდებისთვის სტუდენტებს, თბილისთან ერთად, გეოგრაფიული გადანაწილების პრინციპით, დამატებით ორი ალტერნატიული ადგილი შესთავაზა - ქუთაისსა და ახალციხეში, რათა მათ გამოცდაზე გამოცხადება გაუადვილდეთ. საგამოცდო ცენტრები 20 ივნისიდან გაზაფხულის სემესტრის ფინალური გამოცდების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია. ქუთაისისა და ახალციხის საგამოცდო ცენტრებში გამოცდის ჩაბარების სურვილი სხვადასხვა ფაკულტეტის 160-მდე სტუდენტმა გამოთქვა.
ამასთან, თსუ აკადემიური საბჭოს რეკომენდაციით და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სტუდენტებს, ვისაც დამატებით საგამოცდო ცენტრებში გადაადგილების პრობლემა აქვთ, ან ამჟამად ლისის და ბაგების საერთო საცხოვრებლებში ცხოვრობენ, საგამოცდო პერიოდში საერთო საცხოვრებელში განთავსება უფასოდ შეეძლებათ. სტუდენტებთან შეხვედრები რექტორს, ადმინისტრაციის და ფაკულტეტების წარმომადგენლებს ჰქონდათ და კონსტრუქციული დიალოგისთვის მზაობა მომავალშიც იქნება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი