სიახლეები
პიროვნება

„სკოლას სჭირდება მოტივირებული, მცოდნე, მორალურად და მატერიალურად დაფასებული მასწავლებელი“-მზია კაპანაძე, დაბა თამარისის საჯარო სკოლის დირექტორი
13-06-2022
-
+


არდადეგების მოახლოებასთან ერთად, საინტერესოა, რით იყო გამორჩეული 2021-2022 სასწავლო წელი საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორებისთვის, მათი აზრით, რა სჭირდება განათლების სისტემას და რას ურჩევენ არდადეგებზე მოსწავლეთა მშობლებს. 

ამჯერად, საინტერესო ბლიც-კითხვებით etaloni.ge ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისის საჯარო სკოლის დირექტორ მზია კაპანაძეს დაუკავშირდა. 

- სკოლა ჩემთვის არის. . .

- მეორე ოჯახი. არც ერთი არ გაპატიებს ზერელედ და უგულოდ რამის გაკეთებას, სკოლა არის ადგილი სადაც ბოლომდე ვიხარჯები და თუ უფალი მომცემს სიკეთის გაკეთების საშუალებას უსაზღვროდ ბედნიერი ვარ. არ აქვს მნიშვნელობა დაინახავს თუ არა ვინმე ჩემს ნამოქმედარს ან მცდელობას.

- მოტივაცია მემატება, როცა. . .

- ჩემი ეთნიკურად არაქართველი მოსწავლე რამოდენიმე სიტყვას იტყვის უშეცდომოდ ქართულად; მოსწავლე გიყურებს ნათელი თვალებით და მზერით გეუბნება, რომ გაიგო; როცა ენთუზიაზმს ვხედავ მოსწავლეთა და მასწავლებელთაგან სიახლეების გაცნობისას; მადლიერებას მოსწავლეთა თვალებიდან და მათი მშობლებისგან.

- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის. . .

- ამაღელვებელი და დიდი მოლოდინების ტოლფასია. ერთდროულად ხარ ამაყი, ბედნიერი - კიდევ ერთი თაობა, შენ სკოლის კედლებში აღზრდილი, შეუერთდა საზოგადოების თავისუფლად მოაზროვნე ნაწილს და ამასთან, გენანება მოსიყვარულე თვალების, შენი წლობით, შვილებივით გაზრდილი თაობა რომ ტოვებს მშობლიური სკოლის კედლებს.

- განათლების სისტემას სჭირდება. . .

-„როდესაც ბისმარკს ჰკითხეს ომი ვინ მოიგოო... მან უპასუხა მასწავლებელმაო“ - სკოლას სჭირდება მოტივირებული და მცოდნე მასწავლებელი, ვერტიკალში ზემდგომი ინსტანციებისგან, მორალურად და მატერიალურად, დაფასებული.

- სასწავლო წელი გამორჩეული იყო. . .

- თავისი სიმძიმით, ეპიდემიის გამო...მაგრამ სასწავლო პროცესი შესაძლებლობის მაქსიმუმით მიმდინარეობდა ონლაინ რეჟიმში ხშირი ყოფნის მიუხედავად. სკოლამ, როგორც ქვეყანამ და მსოფლიომ ჩააბარა ეპიდემიის გაკვეთილი და ამ გამოცდილებით მალე მიაღწევს ეპიდემიამდელ მდგომარეობას და ამაყად გაიხედავს წინ მე-3 თაობის სასწავლო გეგმის დანერგვის ფონზე.

- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ. . .

- სკოლის ადმინისტრაციის და პედაგოგების კონსულტაციის ფონზე არ შეწყვიტოს შვილების ჩამორჩენასთან ბრძოლა (რაც დატოვა ეპიდემიასთან ბრძოლის წლებმა) და ნამდვილი დამხმარე რგოლის როლი ითამაშოს მისი შვილის, სკოლის და საერთოდ განათლების სისტემის წინსვლაში.

- სასწავლო წლის დასასრულს. . .

- ჩემი სკოლის ყველა მოსწავლეს, მასწავლებელს და საერთოდ ჩვენი ქვეყნის განათლებაზე მზრუნველ და მოვალე ადამიანებს ვულოცავ ამ მძიმე სასწავლო წლის დასრულებას. გავლილი წლების გამოცდილების ფონზე, უფრო მოტივირებული მასწავლებელი და მოსწავლე სჭირდება განათლების სისტემას, დარჩენილი ჩამუქებული წერტილების გასანათებლად, იმედია შევძლებთ მობილიზებას და ამაყად გავიხედავთ მომავლისაკენ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება