სიახლეები
სკოლები

ჩაისუბნის N2 სკოლის კლუბის -Bookworm წევრებმა წაკითხული წიგნების ინგლისურენოვანი პრეზენტაცია გამართეს
13-06-2022
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში კლუბი - Bookworm (წიგნის ჭია) შეიქმნა, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს.

კლუბში ამჯერად, სხვადასხვა კლასების მოსწავლეებმა წაკითხული ადაპტირებული წიგნების პრეზენტაცია წარმოადგინეს.

აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციების დროს მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე ავტორისა და ნაწარმოებების შესახებ ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ კლუბი ინგლისური ენის პედაგოგმა, თამილა დუმბაძემ შექმნა, რომელიც ასევე, პედაგოგ ინგა რიონიძესთან თანამშრომლობს და მოსწავლეებს მეტად საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

„მოტივაცია მოსწავლის წარმატების უმთავრეს ფაქტორს წარმოადგენს. სწორედ მასწავლებელზე და არა ცალკეულ დისციპლინაზეა დამოკიდებული მოსწავლეთა მოტივაციის ხარისხი. მნიშვნელოვანია მათი მზაობა ამა თუ იმ კომპეტენციის დასაუფლებლად, შესასწავლი საგნის სტრუქტურა, დასახული ამოცანები და სხვა ამგვარი ფაქტორები; თუმცა უდავოა, რომ მასწავლებლის ქცევა, მისი გადმოცემის უნარი და მოსწავლეებთან არაფორმალური ურთიერთობა, პოზიტიურ  შედეგზე ორიენტირებული სასწავლო გარემო გადამწყვეტ როლს ასრულებს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში.

სწორედ ამ მიზნით შევქმენი კლუბი, რომლის სახელია Bookworm (წიგნის ჭია), სადაც გაიმართა მოსწავლეების მიერ წაკითხული ადაპტირებული წიგნების პრეზენტაცია, რომელშიც ჩართული იყო სხვადასხვა კლასის მოსწავლეები.

პრეზენტაციები წარმოადგინეს power point -ში, ისაუბრეს ინგლისურ ენაზე ავტორისა და ნაწარმოებების შესახებ, მოსწავლეებმა გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება, შეავსეს ჩემ მიერ გამზადებული ბუკლეტები, სადაც მითითებული იყო მოსწავლის სახელი და გვარი, წიგნის სათაური, ავტორი და მათი საყვარელი ეპიზოდი წიგნიდან, რითაც უნდა გაეკეთებინა შეთავაზება სხვა დანარჩენი მოსწავლეებისათვის დაინტერესებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით. წავახალისე მოსწავლეები და დავაჯილდოვე სიგელებით;

კლუბის წევრები:

IX-X კლასები:

  • ანა ყურშუბაძე;
  • საბა ცეცხლაძე;
  • თათია კირვალიძე;
  • ლიზი ცეცხლაძე.
VII კლასი:

  • მარიამ აბულაძე.
VI კლასი:

  • სანდრო შამილიშვილი;
  • ლანა ჩიბურდანიძე;
  • ლიზი ჭურკვეიძე;
  • გიორგი ცეცხლაძე“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება