სიახლეები
სკოლები

„სკოლა ჩემთვის არის სივრცე, რომელიც ინდივიდს საზოგადოებასთან ურთიერთობის ეტიკეტს ასწავლის“-ბოშურის საჯარო სკოლის დირექტორი ხათუნა შატაკიშვილი
13-06-2022
-
+


საზაფხულო არდადეგების მოახლოებასთან ერთად, საინტერესოა, რით იყო გამორჩეული 2021-2022 სასწავლო წელი საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორებისთვის, რა მატებთ მოტივაციას და რას ურჩევენ არდადეგებზე მოსწავლეთა მშობლებს. 

ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე კომპეტენტურ პასუხებს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურის საჯარო სკოლის დირექტორის, ხათუნა შატაკიშვილის ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.

- სკოლა ჩემთვის არის. . .

- სივრცე, რომელიც ინდივიდში ქმნის, აყალიბებს, ავითარებს პიროვნული და პროფესიული განვითარების პერსპექტივას, თვითდისციპლინას, კულტურას. დაწესებულება, რომელიც ფორმალურ განათლებასთან ერთად ზრუნავს მოსწავლის უნარ-ჩვევების განვითარებაზე და ასწავლის ინდივიდს საზოგადოებასთან ურთიერთობის ეტიკეტს.

- მოტივაცია მემატება, როცა. . . .

- ვხედავ მოსწავლეების სიყვარულით ანთებულ თვალებს, ვუყურებ და ვაკვირდები მოსწავლეების ზრდის, განვითარების, პროგრესირების პროცესს და ვხედავ მათში აღმოცენებულ სასიკეთო ცვლილებებს.

- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის. . . .

- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სენტიმენტებთან არის დაკავშირებული, თუმცა მათთან გამომშვიდობებას ვუყურებ ყოველთვის, როგორც დასასრულს ახალი დასაწყისისა და სიამაყით ვივსები, როდესაც ვაცნობიერებ, რომ ცხოვრების ყველა ეტაპზე ისინი იქნებიან ჩვენი სკოლის საამაყო წარმომადგენლები.

- სასწავლო წელი გამორჩეული იყო. . .

- აქტივობებით, პროექტებით, ღონისძიებებით, ამის საშუალება კი მოგვცა პანდემიის დასრულებამ. ასევე, დასრულდა სასწავლო რეჟიმის ვირტუალურ ფორმატში წარმართვა და მოგვეცა მოსწავლეებთან და პედაგოგიურ კოლექტივთან პირდაპირი ურთიერთობის შესაძლებლობა.

- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ. . .

- რომ პირველ რიგში, იზრუნონ შვილების ხარისხიან დასვენებასა და განტვირთვაზე, თუმცა პარალელურად იზრუნონ, რომ მათმა შვილებმა საზაფხულო არდადეგები გამოიყენონ ნაყოფიერად, დაუთმონ დრო კლასგარეშე ლიტერატურის კითხვასა და შემეცნებით აქტივობებს, ბანაკებში აქტიურ მონაწილეობას.

- სასწავლო წლის დასასრულს. . .

- ვგრძნობ სიამაყეს, ბევრი სირთულის მიუხედავად მოვახერხეთ დაგვეძლია ის გამოწვევები, რომელიც თან ახლდა დიდ ზამთარს-დიდთოვლობა თუ უტრანსპორტობა (მოგეხსენებათ ჩვენი სკოლა მაღალმთიან ზონაში მდებარეობს) ამას თან ერთვოდა კოვიდ-პანდემია; ვფიქრობ, ღირსეულად გავართვით თავი გამოწვევებს შევინარჩუნეთ საგაკვეთილო პროცესების ხარისხიანად წარმართვა. მადლობას ვუხდი პედაგოგიურ კოლექტივსა და მოსწავლეებს ასევე, მათ მშობლებს რომ არა ერთობლივი ძალისხმევა შესაძლებელია შედეგი არასახარბიელო ყოფილიყო. ვამაყობ ჩემი გუნდით და ბოლოს, სკოლის კურსდამთავრებულებს ვუსურვებ წარმატებას მოახლოებულ ეროვნულ გამოცდებზე, იმედი მაქვს მათი შედეგებითაც ვიამაყებ.

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება