სიახლეები
სკოლები

უდაბნოს საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა იმიტირებული ლიტერატურული სასამართლო პროცესი გამართეს
13-06-2022
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებები ხშირად იმართება.

ამჯერად, მე-6 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება, იმიტირებული ლიტერატურული სასამართლო - „შვლის ნუკრის ნაამბობის“ მიხედვით გამართეს. ღონისძიებას ქართული ენის მასწავლებელი მზია სულაძე ხელმძღვანელობდა.  

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა ცხოველთა უფლებების დარღვევის ფაქტები განიხილეს; სასამართლო პროცესის დაწყებამდე მოსწავლეებმა ისაუბრეს ცხოველთა უფლებების დაცვის თემაზე, საერთაშორისო საკანონმდებლო ბაზაზე, რეზოლუციებსა და რეგულაციებზე.

ცხოველთა უფლებების დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებზე, გაეროსა და ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციებზე, მსოფლიოს „წითელ წიგნზე“, რომელიც სხვადასხვა ქვეწიგნებად იყოფა. ისაუბრეს საქართველოს „წითელ წიგნზე“.

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ უმნიშვნელოვანესია, საქართველომ საერთაშორისო დონეზე დააფიქსიროს მაღალი პოლიტიკური ნება და ქვეყანაში დაინერგოს ცხოველთა დაცვის მაღალი სტანდარტები, რომელიც თანხვედრაში იქნება ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ რეგულაციებთან.

ასევე, ისაუბრეს ლიტერატურული ნაწარმოების დაწერის მოტივაციაზე. საზოგადოების ცნობიერების ამაღლების აუცილებლობაზე და გაიმართა სასამართლო პროცესი. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ აღნიშნულ ღონისძიებაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დირექტორის მოადგილის თქმით, ალექსანდრეს პირად ნივთებს სანაპიროზე, ტელეფონის ლოკაციის საშუალებით მიაგნეს

არჩევითპასუხიანი დავალებების ნიმუშები და საგამოცდო დრო ცნობილია - NAEC

შემოდგომის სემესტრის მობილობა სტუდენტებისთვის 29 იანვრიდან დაიწყება - ინფორმაცია ვაკანტური ადგილებისა და გრანტის გადატანის შესახებ

სპეცმასწავლებლებისა და ასისტენტების საყურადღებოდ - ბოლო ორ კვირაში ახალი ვაკანსიები გამოცხადდა

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა ნახატები, ასევე მათ მიერ შესრულდა ხალხური ცეკვები, სიმღერები და საგალობლები




მოსწავლეებმა წარმოაჩინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანია შემოდგომა საქართველოში

მოსწავლეებმა საოცარი სამსახიობო ოსტატობით შეძლეს ჯადოსნური პერსონაჟების განსახიერება


საინტერესო

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

სიახლეები
საზოგადოება